12-18 წლისებისთვის EMT-ის სასწავლო აკადემია სომხეთში 2020;

სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2018-2019) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

🥰😍მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 12-18 წლის ახალგაზრდებს 👻👍👉სათავგადასავლო შემეცნებით ტურში 👋
29 თებერვალი-3 მარტი, 2020.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

დაგეგმილია ვიზიტი UWC Dilijan College - საერთაშორისო ib სკოლაში, სადაც სამომავლოდ დაფინანსების მოპოვებისა და სწავლის გაგრძელების შანსი ეძლევათ (www.ge.uwc.org).

ასევე ვეწვევით ტექნოლოგიების ცენტრს - TUMO, სადაც ადგიობრივი თანამშრომელი დეტალურად გააცნობს ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და დონორების მხრიდან დაფინანსების მექანიზმებს.
მონაწილეები მოინახულებენ უძველეს ძეგლებს, გარნის და გეღარდს. ესტუმრებიან ფარაჯანოვის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან სომხური, აზერბაიჯანული და ქართული კულტურების შერწყმას ხელოვნებაში.
დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME/მისია შეუსრულებელია??) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა:
💸💵ვალუტის გაცვლა,
🚃🚊მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია,
🤹🏽‍♂️არამშობლიურ ენაზე კონტაქტი,
🍱საკუთარი ფინანსების მართვა,
💰დღიური ბიუჯეტის განაწილება,
📽ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე
და სხვა.

🏺⚱️📺შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გავატარებთ ხალისიანად, ვესტუმრებით 🍫Grand Candy-ს კაფეს, ტრადიციულ რესტორანში გვექნება 🍢🥠🥘🥐🥯საზეიმო ვახშმი.

ვიცხოვრებთ სასტუმროში, სადაც იქნება ახალგაზრდული ბანაკის მსგავსი სიტუაცია და ვიზიტებთან ერთად დატვირთულნი იქნებიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეობის საფასური 200 $ (ექვივალენტი ლარში) მოიცავს:
🚌მგზავრობას,
🏡ცხოვრებას,
🏛მუზეუმებს,
🍔2-ჯერად კვებას,
🗯💭 საერთაშორისო სტატუსის 2 ტრენერის მომსახურებას,
📚🎏სასწავლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

განაცხადის ფორმა
http://bit.ly/367DMC5

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე

დამატებითი ადგილები 2020-ისთვის

 
CISV საქართველო აცხადებს ადგილებს:

***
10-11 წლის ბიჭებისთვის 2 ბანაკში დარჩენილია ადგილი 2020 წლის ზაფხულის 28 დღიან ინგლისურენოვან ბანაკში:

1 ადგილი საფრანგეთში, 4 ბავშვიან დელეგაციაში

დელეგაციებს მიჰყვება ლიდერი.

ფასი 1260 ფუნტის ექვივალენტი+ რეგისტრაცია 100 ლარი + გზა


***
16, 17 ან 18 წლის ახალგაზრდების ადგილები 21-დღიან საერთაშორისო ინგლისურენოვან ბანაკებში სემინარ-ბანაკი.
Germany, Darmstadt, 3-23 აგვისტო 2020, 1 გოგოს ადგილი

ფასი 945 ფუნტის ექვივალენტი+რეგისტრაცია+გზა.

***

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს 14 იანვრის ჩათვლით.
თანხის გადახდა უპროცენტო განვადებით.

დეტალები ორგანზიაციასა და პროგრამებზე:
www.cisv.org (საერთაშორისო)
www.cisv.org.ge (საქართველო)

საკონტაქტო პირი:
599556234
პავლე თვალიაშილი
CISV-საქართველოს პრეზიდენტი

ვაკანსიები 2020

გვაქვს ვაკანსიები: (ასაკი 2020 წლის რომელიმე პერიოდში)

11 წლის ბიჭების ვაკანსია 28-დღიან ვილიჯში:

პარიზი: 1 ბიჭი
ლისაბონი: 2 ბიჭი

16-18 წლის 1  მონაწილის ვაკანსია 8 დღიან ბანაკში გერმანიაში კიოლნი - აპრილში

17-18 წლის მონაწილეების ვაკანსია სემინარ-ბანაკში 21 დღე
გერმანია 1 გოგო
ლისაბონი 2 (1 გოგო, 1 ბიჭი)

www.cisv.org.ge

2020 წლის ბანაკების მსურველებს

სულ რამდენიმე დღის წინ დამთავრა 2019 წლის CISV-საქართველოს ბოლო საერთაშორისო ბანაკი. ვულოცავთ ყველა მონაწილეს, ლიდერებს, კოორდინატორებსა და ოჯახებს ბანაკების წარმატებით დასრულებას და დიდი გამოცდილების შეძენას.

დავიწყეთ მზადება 2020 წლის დელეგაციების დასაკომპლექტებლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის ბანაკებში.

ამ ეტაპზე ადგილები დარჩა მხოლოდ VILLAGE-ბანაკში 11 წლისებისთვის.
მონაწილეებს მალე შევეხმიანებით.

პატივისცემით CISV საქართველოს სამუშაო ჯგუფი.


ვიწვევთ ლიდერობის მსურველებს


ვაცხადებთ ლიდერების მიღებას 2020 წლის CISV ზაფხულის ბანაკებისთვის.
2020 წლის ივნისი-აგვისტოსთვის
ვილიჯი 28 დღე - 4 ლიდერი; ბავშვები 11 წლის.
სტეპ აპ ბანაკი 23 დღე - 2 ლიდერი; ბავშვები 14-15 წლის;
Youth meeting 15 დღე - 1 ლიდერი. ბავშვები 12-13 წლის.
ძირითადი მოთხოვნები:
* ლიდერი უნდა იყოს 21 წელზე მეტის;
* უნდა იყოს დინამიური, არ უნდა იყოს გადაღლილი;
* უნდა შეეძლოს დიდი ხნის მანძილზე არ მოწიოს, არ დალიოს ალკოჰოლი, დაიცვას საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.
* ძალიან კარგად იცოდეს ქართული და ინგლისური;
* ლიდერმა უნდა იცოდეს სხვადასხვა აქტივობები და ენერჯაიზერები. შეეძლოს დაგეგმვა, მათი ჩატარება დიდ ჯგუფებში (20-40-60 მონაწილე) და შეფასება. უნდა იმუშაოს დახურულ და ღია სივრცეებში;
* შეეძლოს პირველადი დახმარების გაწევა (გაივლის შესაბამის მომზადებას);
* უყვარდეს ბავშვები და შეეძლოს მათთან კრიტიკულ სიტუაციაში წონასწორობის დაცვა და ემპათია;
* შეეძლოს წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ბანაკის ადმინისტრაციასთან, მშობლებთან და ბავშვებთან;
* სასურველია ჰქონდეს გამოცდილება სიქას, EMT-ის ან CISV-ბანაკებში, ტრენინგებსა ან ღონისძიებებში მონაწილეობის.
* ჰქონდეს თავისუფალი დრო ბანაკის პერიოდში (2020 წლის ზაფხული)
* შეეძლოს შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება წლის მანძილზე (სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთაშაბათს 19:00-21:00)
სამუშაო მოხალიესეობრივია და მოიცავს როგორც ზაფხულის ბანაკის, ასევე ბანაკამდე წლის მანძილზე პერიოდულ სამუშაო და მოსამზადებელ შეხვედრებს.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი მოტივაციის წერილი გამოგზავნეთ georgia@cisv.org - ფოსტაზე ქართულად და თარგმანი ინგლისურად.
სამუშაოს წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოხალისე ლიდერს გაეწევა რეკომენდაცია როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, ასევე საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში მუშაობის დასაწყებად. ამის მაგალითია მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ჩვენი ყოფილი და მოქმედი ლიდერები.
ვაკანსიებს ბოლო ვადა არ აქვს, დაიხურება შევსებისთანავე.
www.cisv.org.ge

2020 მალე მოვა!!

დაიწყეთ მზადება 2020 წლის საზაფხულო ბანაკებისთვის. www.cisv.org
www.cisv.org.ge

ბანაკში მოსახვედრად აუცილებელია შესაბამისი ასაკი 11, 12-13, 14, 15, 16-18, 17-18..., ინგლისურის შესაბამის დონეზე ცოდნა და მზაობა.

სავალდებულოა!!
მონაწილეობის მსურველმა უნდა გაიაროს მოსამზადებელი პროგრამა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ივნისამდე თბილისსა ან რუსთავში.

წინასწარი რეგისტრაცია
https://webanketa.com/forms/68v32csr68qk6rshccs66cv3/


CISV საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრის მონაწილეთა შერჩევა

CISV საქართველო და სიქა გიწვევთ კონკურსში, კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაში, რომელშიც 5 ქვეყნის 12-13 წლის ბავშვები და მათი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას 1-8 ივლისს რუსთავში.

პროექტი "მეგობრული ქალაქი" თანადაფინანსებულია რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ.

გაიმარჯვეთ კონკურსში და 4 ქვეყნის თანატოლებთან ერთად:
• შეათავსეთ სწავლა კეთებით და დასვენება;
• ისაუბრეთ ინგლისურად თამამად და იმხიარულეთ;
• შეისწავლეთ ბევრი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებთ თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
• თავად დაგეგმეთ და განახორციელეთ საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ;
• გააცანით ქვეყანა და ქალაქი რუსთავი უცხოელებს

მონაწილეების ასაკი: 12-13 წწ.
თარიღი: 1-8 ივლისი
მონაწილეობის ღირებულება (განთავსება, კვება, პროგრამა): დაფინანსებულია.

ჩატარების ადგილი რუსთავი სკაუტების საერთაშორისო ცენტრი
საკონტაქტო ვაიბერი/ვოთსაპი: +995-599-556-234

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა 2019 წლის 28 ივნისის 19:00 სთ-მდე.
http://webanketa.com/forms/68vk0csr6rqkad326sjpcs9g/

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 29 ივნისს რუსთავში სიქას ოფისში.

ადგილები 2019 წლის ზაფხულში

სასწრაფოდ!!
გამოჩნდა თავისუფალი ადგილები

Seminar Camp (S): 17-18 წლისებისთვის.

S-2019-002 BEL (30 June  – 20 July 2019) 2 ind.

S-2019-008 FRA (7 – 27 July 2019) 1 ind. (18 years only)

S-2019-009 GER (9 – 29 July 2019) 1 ind.

S-2019-018 NOR (28 June  – 18 July 2019) 2 ind.

თუ სურვილი გექნებათ შეგვეხმიანეთ.

ფასი  945 ფუნტის შესაბამისი ლარი. ამ თანხაში არ შედის გზის ხარჯი.

რა არის სემინარ-ბანაკი (Seminar-camp) ნახეთ საიტზე