მონაწილეებისგან


Natia Nikoladzé
დავბრუნდი IPP ბანაკიდან CISV Italy ს Staff-ითა და პარტნიორი ორგანიზაცია Libera-თი უზომოდ კმაყოფილი და გულდაწყვეტილი, რომ ორი დღესავით გაირბინა ამ ორმა კვირამ.

ბანაკის ყოველი დღე იყო ახალი, საინტერესო, სხვადასხვა აქტივობებით, თამაშებითა და "ენერჯაიზერებით" სავსე დაკავშირებული კონფლიქტებთან და რეზოლუციებთან, რაც ახალისებდა და ენერგიით ავსებდა მაფიის (კრიმინალური სამყაროს) ცოტა მძიმე თემას.
ყველაზე მეტად რაც მომეწონა IPP -ში იყო ის, რომ თითოეული მონაწილე იყო საკუთარი თავის ლიდერი, ვიღებდით მონაწილებას ყოველი დღის დაგეგმვასა და აქტივობების ჩატარებაში დღის სპეციალურად გამოყოფილ თავისუფალ დროს, რაც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ლიდერული, გუნდური მუშაობისა და სხვა ორგანიზაციული თვისებების განითარებისათვის საკუთარ თავში.
 

IPP იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, სხვა სფეროში ინფორმაციის გაღრმავების, საერთაშორისო მეგობრების შეძენისა და ბევრი საინტერესო ადამიანის გამოცდილების გაზიარების.
ბანაკში ყოფნის პერიოდში ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმ სიტყვების სიმართლეში რომლებიც მოსმენილი მქონდა სხვა ძველი CISV ელებისგან "CISV-იმ მიჩვევა იცის, ერთხელ თუ შეუერთდი შემდეგ მასზე დამოკიდებული ხდები", რაც ზუსტად გამოხატავს ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას.


მიხარია, რომ უკვე ვარ CISV-ის დიდი ოჯახის პატარა წევრი, და ამ ყველაფრისთვის მადლობას გიხდით პირველ რიგში თქვენ, Pavle Tvaliashvili

აქვე გიგზავით IPP ის ბლოგის რამდენიმე ლინკსაც, სადაც ბანაკის დღეები უფრო დეტალურადაა აღწერილი
http://freedom-from-mafia-ipp-2015.blogspot.it/


****
წელს მე ვიყავი village-ში, ნორვეგიაში.


იქ მყოფი დელეგაციებიდან ბევრ ქვეყანას არც კი ვიცნობდი, თუმცა ახლა ნამდვილად კარგად ვიცნობ მათ.
ამ village-ში ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე სხვადასხვა ქვეყნებიდან!!!
ეს ერთი თვე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და საინტერესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში!!! ჩემს უცხოელ მეგობრებთან და ბანაკთან განშორება ძალიან გამიჭირდა, თუმცა ახლაც კი არ ვკარგავ იმის იმედს, რომ მეგობრებს, რომლებიც ჩემი ქვეყნიდან მილიონობით კილომეტრებით არიან დაშორებულები, მაინც ვნახავ და იმედი მაქვს, რომ CISV ბანაკში კიდევ მივიღებ მონაწილეობას!!!
ამ დროის თითოეული მომენტი ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენაა.
ეს დრო ჩემთვის საოცარ მოგონებას წარმოადგენს!!!
ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება,რომ მეგობრებს, ლიდერებს, ჯეისის და სტაფს ვეღარ ვნახავდი.
ძალიან მენატრება ეს დრო...ძალიან!!!
ბევრი საოცარი მოგონება მაქვს ჩემს უსაყვარლეს მეგობართან, ლიდერთან თეკლასთან, რომელიც მუდამ იზიარებდა ჩვენს აზრებს და სულ გვერდით გვედგა!!!!
დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს განსაოცარი დრო არასოდეს დამავიწყდება!!!
 
I LOVE CISV

მარიშა ჯმუხაძე 
11 წლის
2014 წ.


***
არ ვიცი როგორ დავიწყო(დაწყება ყოველთვის ძნელია მგონი:)) მაგრამ პირველი ალბათ უნდა გითხრათ რომ წელს მე და @Dato Kalmakhelidze ვიყავით შვედეთში და მონაწილეობა მივიღეთ CISV Youth Meeting-ში. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადო CISV georgia-ს (და განათლების სამინისტროს(თქვენ არ გეწყინოთ ბიჭებო @Noe @Data :D)რომ მე-11 კლასელებს გამოცდები ივნისის შუა რიცხვებში დაუნიშნა :D) ვინც არ იცით აქვე გეტყვით, რომ ბანაკში თავდაპირველად მიდიოდნენ დათა და ნოე მაგრამ გამოცდებმა შეუშალათ ხელი.

ახლა გადავიდეთ ბანაკზე. ერთი სიტყვით რომ მეცადა აღწერა, არ გამომივიდოდა, მაგრამ ალბათ სადღაც შესანიშნავსა და ღვთაებრივს შორის იქნებოდა (ესეც იმიტომ, რომ 1 კვირა გაგრძელდა და მეტი არა). ეს ბანაკი არ იყო ტიპიური Youth Meeting, რადგან ის მოიცავდა MOSAIC-ის პროექტს (წასვლამდე 1 კვირით ადრე მოგვივიდა Pre Camp 3 სადაც ეწერა, რომ მუშაობა მოგვიწევდა 9-13 წლის ბავშვებთან MOSAIC-ის ფარგლებში). ასე რომ, ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე შევუდექით ამ პროექტის დაგეგმვას, რაც მგონი გამოგვივიდა. მართალია სრულად ვერ გავაგებინეთ ბავშვებს თუ რა არის "მრავალფეროვნება"(მგონი ჩვენც ვერ ვხვდებით ბოლომდე რას მოიცავს იგი), მაგრამ მათ გულებში და აზროვნებაში ნამდვილად გაჩნდა "CISV-Spirit"-ის ნაპერწკალი (რომელიც,იმედი მაქვს,მალე გაიზრდება და არ დარჩება უბრალო ნაპერწკლად).

რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც კი ცხოვრებაში გვქონია. ამ ბანაკში საკუთარი თავი გამოვცადეთ ლიდერებად და დავინახეთ, თუ რამხელა შრომაა საჭირო იმისთვის, რომ გააკეთო ბავშვისთვის მისაბაძი და სასარგებლო საქმე. აქ ვიგრძენი თუ რამხელა ძალაა საჭირო, იდგე მთელი დღე მუხლმოუდრეკლად, იღიმოდე და უზიარებდე სიყვარულს და სიკეთეს ყველას,რადგან იცი რომ ამ დარბაზის (სამყაროს) რომელიღაც კუთხეში დგას ბავშვი (ზრდასრული) რომელიც ცდილობს მოგბაძოს შენ და გააკეთოს იგივე რასაც შენ აკეთებ .
და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ამ ბანაკში შევხვდი ადამიანებს (ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ, საღად მოაზროვნე ხალხს) რომელთაც ძალუძთ მიაღწიონ CISV-ის მთავარ მიზანს- შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისაკენ.

იუკო ჩუბინიძე
2014 წ.



****
წელს მე ვიყავი ნორვეგიაში, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ბანაკში/სოფელში, სადაც შეკრებილი ვიყავით ბავშვები 12 ქვეყნიდან. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ჩვენს ლიდერთან ერთად ძალიან კარგად გავართვით თავი ჩვენ მოგზაურობას. მე ვისწავლე, თუ რა არის საჭირო, რომ წარადგინო შენი ქვეყანა, და ასევე უამრავი რაღაც გავიგე სხვა ქვეყნებზე, 12 ენაზე ვისწავლე "დილა მშვიდობის" და "ღამე მშვიდობის". სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა გვასწავლეს სხვადასხვა თამაში. ჩვენმა დელეგაციამ წრეში ბურთი ვასწავლეთ და გვიკვირდა, რომ მათ ეს თამაში არ იცოდნენ.
ბანაკის თემა იყო მდგრადი განვითარება. ვისწალეთ ისეთი რაღაცები, როგორს, მაგალითად, რომ ბანაობის დროს უნდა დაკეტო ონკანი, რათა წყალმა ტკუილად არ იდინოს. ბანაკში აუცილებელი იყო ნაგვის გარჩევა: პლატმასის ბოტლები ცალკე, ქაღალდი ცალკე და საჭმლის ნარჩენები ცალკე. ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია და კარგი იქნება, თუ ჩვენც ასეთ წესს მივმართავთ. ამით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენ ბუნებას.

შოთა მ.
11 წლის

***
მე ვისწავლე ყურადღებით მოსმენა, თამაშები და ბავშვებთან ურთიერთობა

თათია გ.
11 წ.

***

სიაესვიმ თავისი აქტიობებით მასწავლა ბევრი კარგი თვისება: ადამიანის დაფასება, შენი თავის გამოჩენა, მიზანსწრაფვა.. ასევე მისი დახმარებით გავიცანი ახალი ადამიანები რომბლებთანაც მალევე გამოვნახე საერთო ენა. შევისწავლე სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და წესჩვეულებები.. გავიგე ძალიან ბევრი ისეთი რამ რაც არასდროს არ მსმენოდა. ბანაკებში ასევე ჩატარდა აქტიობები რომ მივმხარიყავით რომ მსოფლიო საფრთხეშია სხვადასხვა რამის გამო (დანაგვიანება, ბუნების განადგურება...)

ალექსანდრე გ.

***
ერთხელ ვიყავი სოფელში, ერთხელ Junior Branch -ის შეხვედრაზე და ერთხელაც Youth Meeting-ზე, სხვადასხავა ქვეყანაში, სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა დროით, სხვადასხვა შემადგენლობით და რაოდენობით. ამიტომ ყველა ჯერზე სხვადასხვანაირი იყო, მაგრამ ყოველთვის იყო ძააალიან მაგარი! პირველად CISV-ზე გავიგე და წავედი საზაფხულო სოფელში, როცა ვიყავი 11 წლის. ამ ბანაკში ძირითადად ვერთობოდით, მაგრამ აზრები იდო ყველა აქტივობაში, რასაც გვაკეთებინებდნენ და ზოგჯერ მერე ვარჩევდით კიდეც. ასე, თამშით თურმე ბევრი რამე ვისწავლე, ეს მერე აღმოვაჩინეთ, როც დავბრუნდი და უცებ რაღაცეებს ვამბობდი და გარშემო უკვირდათ :) მაშინ პატარა ვიყავი და ყველაფერი ძალიან კარგად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ბევრი "აღმოჩენა" გავაკეთე. ანუ ბევრი ვისწავლე ძალიან. Junior Branch ის შეხვედრაზე გავიგე რა ხდება სხვა ქვეყნებში CISV-ში ზოგადად და თვითონ JB-ში. აქ უკვე კარგად გავიგე CISV-ის არსი, იდეები. CISV-ის მიზანია, რომ ბავშვებს ასწავლოს მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა, რაც ერთმანეთის გაგებით, პატივისცემით, ერთმანეთის აზრების გაზიარებით, მოსმენით, მიღებით შეიძლება, ასევე, ამ ორგანიზაციის მიზანია გაააგებინოს ბავშვებს რა პრობლემებია სამყაროში და რა შეიძლება გაკეთდეს მათ გადასაჭრელად. Youth Meeting -ზე ვისწავლე აქტივობების ორგანიზება, რადგან ჩვენ თვითონ ვაწყობდით ყველაფერს მთელი ბანაკის განმავლობაში. ვისწავლე როგორია დისკუსია, რადგან დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე ხშირად ვმართავდით. გვქონდა დისკუსიები იმ თემებზეც, რაზეც Junior Branch-ში გავიგე, რომ CISV-ის მთავარი თემებია - ანუ პრობლემებზე სამყაროში. მივედით დასკვნამდე, რომ მარტო დისკუსიით და აზრების გამოთქმით პრობლემას ვერ გადავჭრით, რომ ეს საკითხის გადაჭრის კარგი დასაწყისია, მაგრამ არაა საკმარისი და ამიტომ გადავწყვიტეთ ფილმის გაკეთება. რაკი ბანაკის თემა იყო თაობების ურთიერთობა, ფილმის თემად ავირჩიეთ ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი: პოლიტიკა და ადამიანის როლი მის განსაზღვრაში, ვიდეოში ეუბნებიან (ვეუბნებით) ახალ თაობას, რამდენად მნიშვნელოვანია ხმის მიცემა არჩევნებზე. ამ ბანაკში საქართველოდან მარტო ვიყავი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა. ამიტომ ვცილობდი ჩავრთულიყავი ყველაფერში, გამეგო ყველაფერი, რაც ხდებოდა და ჩემი აზრიც გამომეთქვა. და ანუ ესეც ვისწავლე - პასუხისმგებლობის აღება და აქტიურობა.

ანდრია კ.
16 წლის.

***
 CISV-ის არაჩვეულებრივ პროგრამებში (sweden-village და italy-interchange)) ვისწავლე ბევრი ისეთი რამ რის სწავლასაც სხვა შემტხვევაში ვერ მოვახერხებდი. პირველ რიგში ვისწავლე დამოუკიდებლად-ოჯახისა და მეგობრებისგან შორს, ცხოვრება. გავიმყარე ინგლისური ენის ცოდნა, მომეცა შესაძლებლობა გამეცნო ბევრი ქვეყნის კულტურა, გავიჩინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს გარშემო, ვისწავლე უამრავი CISVის აქტივობა რაც შემდეგში გამომადგება, ვისწავლე კომუნიკაცია სხვა ბავშვებთან, ბევრი ახალი და საინტერესო ფაქტი გავიგე, ვისწავლე იმ თემებზე საუბარი რაზეც მანამდე დიდი ცოდნა არ მქონდა,მომეცა საშუალება გამომემჟღავნებინა ჩემი შესაძლებლობები.ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო თვე.

ანანო შ.
12 წ.

***
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აქვს სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ძალიან საინტერესოა. CISV-ის პროგრამებში მონაწილეობის შემდეგ გავხდი უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლე ადამიანების ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, აგრეთვე ბევრი გავიგე გარემოს პრობლემების შესახებ. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა მსოფლიოს ქვეყნებს შორის.

ალექსანდრე ბ.
13 წ.

***
პირველ რიგში, ვისწავლე უამრავი რამ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. მოვახდინე საკუთარი თავის რეალიზება დავრწმუნდი იმაში რომ ადამიანებთან კომუნიკაცია ჩემი საქმეა და ეს კარგადაც გამომდის. გავხდი ბევრად უფრო აქტიური, ვისწავლე მოვერგო და ურთიერთობა დავიჭირო ყველანაირ ადამიანებთან. ვისწავლე როგორ დავაინტერესო უცხოელები ჩემი კულტურით. დავრწმუნდი იმაში რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგალითად ის რომ შენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება ცხოვრობდეს დედამიწის მეორე ნახევარში, თუმცა იმდენად ახლოს იყო ვერც კი გრძნობდე სიშორეს. ვისწავლე საკუთარი აზრის დამაჯერებლად წარდგენა და საზოგადოებისთვის გაცნობა, გავიგე უამრავი რამ ბანაკის სახელწოდებასთან და სათაურთან დაკავშირებით. არ შემიძლია არ ავღნიშნო წლევანდელი ბანაკის ზეგავლენა ჩემს ცხოვრებასა და ცოდნაზე. გავხდი უფრო საინტერესო, ადრე მხოლოდ მე ვცდილობდი გამევრცელებინა და მომეყოლე ყველასთვის CISV სა და მისი პროგრამების შესახებ, ახლა კი გარშემო მყოფები თვითონ მეკითხებიან და ინტერესდებიან რა სიახლებია ორგანიზაციაში. აღფრთოვანებულნი არიან ჩემი მასწავლებლები ამდენი სიახლეებით რომელსაც მათ ყოველ გაკვეთილზე ვთავაზობ. გეოგრაფია ჩემი საყვარელი საგანი გახდა რადგან მეხალისება იმ ქვეყნებისა და ხალხის შესწავლა რომეთაც ასე თუ ისე ვიცნობ. ეს ყველაფერი ერთად კი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი CISV საქართველოს ამ ყველაფრისთვის, ჩემი გონებრივი ზრდისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვეცდები კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუზიარო საკუთარი ემოციები და ცოდნა.

გვანცა კ.
15 წ.

***
მე, მარიამ ყალიჩავამ CISV-ის ბანაკებში აღმოვაჩინე ჩემი თავი. აღმოვაჩნე ბევრი თვისება, რომელიც მეგონა რომ სრულებით არ მქონდა. ამ პროგრამამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა,პირველ რიგში მომცა უდიდესი გამოცდილება, მიმაჩვია დამოუკიდებლობას, დამეხმარა ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებაში, გუნდურ მუშაობაში, დამაძლევინა ენობრივი ბარიერი და კომპლექსები, მომცა ინტეგრაციის საშუალება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად.მომცა შანსი გამეზიარებინა ჩემი შეხედულებები, ფიქრები, აზრები, ქვეყნის კულტურა,ტრადიცია და სხვადასხვა დამახასიათებელი დეტალები. CISV-იმ მომცა უნიკალური შანსი წარმომეჩინა საკუთარი თავი და გავმხდარიყავი იმაზე უკეთესი ვიდრე ვიყავი. CISV-იმ მაჩუქა 27 დაუვიწყარი, ლამაზი, შემეცნებითი, საინტერესო და სასიამოვნო დღე! CISV-იმ ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი შემძინა, რომლებთანაც დღესაც მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ჩვენი საზაფხულო ბანაკის reunion, ასევე როდესაც ვამბობ რომ ვარ CISV-ის ბანაკში მიმიღია მონაწილეობა ვგრძნობ თუ რამხელა ავტორიტეტით სარგებლობს ეს ორგანიზაცია და სხვანაირად მიყურებენ, ვგრძნობ, რომ რაღაცით გამორჩეული ვარ ჩემი თანატოლებისაგან.

***
შეიძლება ზოგს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს პროგრამა გიზიდავს , ერთხელ წახვალ და თავს ვეღარ ანებებ კიდევ უფრო მეტი გინდება. რომ არა CISV არ ვიცი ახლა როგორი ადამიანი ვიქნებოდი, სულ სამი წელია რაც მონაწილე ვარ, რომ დავფიქრდე, ვქთვათ მოხდა სასწაული და ამ ბოლო სამმა წელმა სხვანაირად განვლო, ან უბრალოდ არ გაუვლია ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი რა მოხდებოდა, უბრალოდ წარმოუდგენელია. არ მეყოლებოდა ამდენი ახალი მეგობარი. არ მოვივლიდი ამდენ ქვეყანას არც ასეთი დამოუკიდებლი ვიქნებოდი. მოკლედ რომ გითხრათ ძალიან მიყვარს CISV.

ანა პ.
14 წ.

***
CISV-ს პროგრამაში მონაწილეობამ მე მომცა უნარი მე თვითონ გადავლახო ჩემი პირადი პრობლემები, შემიძინა ბევრი მეგობარი საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მომცა საშუალება გავეცნო სხვადასხვა კულტურის წარმომადგეელ ბავშვებს და მათ შეხედულებებს მსოფლიო პრობლემების შესახებ. ასევე ბანაკში ნასწავლი უნარი წინასწარ დაგეგმვის, რომელსაც მე ფართოდ ვხმარობ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეცე CISV-მ მომწა მე საშუალება, რომ მე ჩამოვყალიბდე დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნება.

გიორგი ე.
16 წ.
**

თუ გსურთ თქვენი გამოხმაურებაც იყოს გამოქვეყნებული, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ: georgia@cisv.org-ზე. მიუთითეთ ბანაკი და ასაკი.