CISV-Georgia-ს ახალი ინიციატივა, მოსწავლეთა კლუბი JBi. საქართველოს ყველა კუთხის 12-17 წლის ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა უცხოელ თანატოლებთან ერთად:
გაიგონ მსოფლიოს შესახებ ადგილობრივებისგან; იკონტაქტონ თემატური შეხვედრებითა და ერთობლივი პროექტების მეშვეობით; გაიუმჯობესონ საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარები; დახვეწონ სასაუბრო და საქმიანი ინგლისური; დააგროვონ დიდი გამოცდილება; მოემზადონ საერთაშორისო შეხვედრებისთვის პანდემიის შემდეგ უცხოეთსა და საქართველოში;
გაეცნონ საგანამანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებში ჩართულ ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს; დააგროვონ მოხალისეობრივი მუშაობის გამოცდილება; წარმატებით მოემზადონ UWC, FLEX და მსგავსი სასწავლო პროგრამებისთვის.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ კვირეულად 1-2 სთ ზუმით.
წევრებს საშუალება ექნებათ იმუშაონ იდეებზე, სამოქმედო გეგმებზე, აირჩიონ სხვა ადამიანები ან თვითონ დაიკავონ სხვადასხვა პოზიცია (კლუბის პრეზიდენტი, წარმომადგენელი უცხოეთში, PR მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი...)
Jbi კლუბის წევრები დამატებით უფასოდ ჩაერთვებიან როტარის ინტერაქტის საქმიანობაში.
წევრობის განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.
ამ ეტაპზე გვაქვს ურთიერთობა ისრაელის და უკრაინის როტარის ინტერაქტ კლუბებთან. დაგეგმვის ეტაპზეა მექსიკის მსგავს კლუბთან ურთიერთობის დამყარება. მოწვევა გვაქვს ფინურ, სლოვენიურ და თურქულ პროექტებში.
კლუბის 2021 წლის წლიური საწევრო 100 ლარი, შესაძლებელია დაიფაროს ორ ნაწილად.
დაინტერესებული პირები შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ: 599556234
CISV-GEORGIA-ს პრეზიდენტი პავლე თვალიაშვილი
მოგვწერეთ: georgia@cisv.org