მშობლებისგან

მონაწილის მშობელი CISV-ის შესახებ


2015 წ.


სხვანაირად არც იქნებოდა, ამ წელსაც ბავშვები საოცრად კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ - ამჯერად ესპანეთიდან. საკუთარი თავის გამოცდა, დამოუკიდებლობა, კომუნიკაცია უცხო გარემოში, ახალი ნაცნობობა, ქვეყნის გაცნობა, ინგლსურის პრაქტიკა და კიდევ ბევრი უნარ-ჩვევის გამოვლენა. გმადლობთ Pavle Tvaliashvili Giorgi Tvaliashvili ამ საოცარი თავგადასავლებისთვის, გისურვებთ (ჩვენს თავსაც ვუსურვებ :)) კიდევ ბევრ, საინტერესო პროექტებს და წარმატებებს. ჩვენ გვიყვარს CISV



2013 წ.

CISV ბავშვს თვითრეალიზაციის შანს აძლევს,ბავშვი ხდება დამოუკიდებელი, ეჩვევა თავისუფალ აზროვნებას და არაჩვეულებრივი შანსი ეძლევა სხვადასხვა კულტურის გასაცნობად. იძენს ახალ მეგობრებს,უვითარდება სხვადასხვა უნარები.
თუ გსურთ იხილოთ თქვენი შვილი დამოუკიდებელი, ინგლისურად თავისუფლად მოსაუბრე და გახსნილი, გამოიყენეთ შანსი და გაუხალისეთ ბავშვს ცხოვრება.

გ. ალექსანდრია
 ***

ჩემმა შვილმა მიიღო მონაწილეობა CISV-ის რამოდენიმე პროგრამაში , რაც მრავალმხრივ დადებითად აისახა მისი პიროვნების განვითარებაზე. გერმანიაში -სემინარ ბანაკში მისი გამგზავრება ჩემთვის, როგორც მშობლისთვის დიდი რისკი იყო, რადგან აბსოლუტურად დამოკიდებული იყო ჩემზე და მეშინოდა თუ როგორ გაართმევდა თავს დამოუკიდებლად მისთვის რთულ პერიოდს.სემინარ ბანაკის განმალობაში რეგულარულმა მიმოწერამ გამიადვილა ეს რთული პერიოდი, მაგრამ ახლა თუ კიდევ მიეცემა ჩემს შვილს მსგავს აქტივობაში მონაწილეობის მიღების საშუალება საზღვარგარეთ, ძალიან მოხარული ვიქნები და ის რთული ადაპტაციის პერიოდი ჩემთვის აღარ განმეორდება, რადგან მე ვიცი, ჩემი შვილი არაჩვეულებრივ, სანდო და საიმედო გარემოში იქნება და კიდევ უფრო მეტად განვითარდება, შეიძენს იმ უნარ ჩვევებს რომელიც დაეხმარება მას, როგორც დამოუკიდებელი და ერუდირებული პიროვნების ჩამოყალიბებაში.საქართველოში დაბრუნების შემდეგ აშკარად შესამჩნევია ჩემი შვილის, როგორც პიროვნების, დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და ის უნარ-ჩვევები რომელიც შეიძინა სემინარ ბანაკში ყოფნის დროს. მე უკვე მჯერა, რომ ჩემი შვილი ადვილად შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას და საკუთარ თავზე ზრუნვას, იქნება წარმატებული, მიზანდასახული და საკუთარ თავში უფრო მეტად თავდაჯერებული. ამ ყველაფერში CISV -მ უდიდესი როლი შეასრულა. მადლობა თქვენ, რომ ჩვენს შვილებს საშუალება მიეცით, ყოფილიყვნენ ამ არაჩვეულებრივი ორგანიზაციის წევრები და მისი აქტივობების მონაწილენი. თქვენ დიდი წვლილს შეიტანთ საქართველოს მომავალი თაობის აღზრდაში, საუკეთესო პიროვნებებად ჩაამოყალიბებაში, ინტელექტუალური და განვითარებული თაობების ფორმირებაში. მინდა ყველა მშობელს ვურჩიო, რომ იზრუნონ მათი შვილების ჩართულობაზე CISV საქართველოს აქტივობებში და ხელი შეუწყონ მათი შვილების განვითარებას და პიროვნებებად ჩამოყალიბებას CISV-თან ერთად.

თ. ნასყიდაშვილი

***
ჩემს შვილს ძალიან დაეხმარა პიროვნულად გაზრდაში,ჩამოყალიბებაში და ძალიან დაეხმარა ასევე სხვა პროექტების წარმატებით დაგეგმვასა და ჩატარებაში. გახდა უფრო კომუნიკაბელური,დაიხვეწა და გაივარჯიშა ინგლისური ენა,შეიძინა ახალი კონტაქტები,რაც მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების მანძილზე.
ასე,რომ რომ როგორც მშობელი,ამაყად მივმართავ მომვალი "CISV" ელების მშობლებს,რომ ეს არის უნიკალური შანსი,რომელის აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყველამ,რათა განავითაროს მისი შვილის შესაძლევლობები. შემიძლია თამამად ვთქვა,,რომ ეს ერთადერთი ორგანიზაციაა,რომელიც საშუალებას და ძალიან დიდ გამოცდილებას იძლევა ბავშვებისთვის,ჯერ კიდევ მცირე ასაკში.

მ. კორკელია

***

2011 წლიდან აქტიურად ვადევნებ თვალყურს და ვგულშემატკივრობ ამ ორგანიზაციას. ვხედავ რამდენად განვითარდა ჩემი შვილი მათი პროგრამების საშუალებით. გახდა ძალიან დამოუკიდებელი, მოტივაცია შეექმნა იყოს უკეთესი.
ეს ორგანიზაცია ეხმარება ბავშვს გახდეს აქტიური მოქალაქე და დააგროვოს ზოგადი განათლება.
მოგიწოდებთ ჩაერთოთ და ითანამშრომლოთ
პატივისცემით, მარიამ ზანგალაზე.

***
ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის მოსწავლეებთან ურთერთობებში დიდ როლს თამაშობს ქართველი ფსიქოლოგის და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორია", კარგი განწყობა სწორად ისაა, რაც ხვალინდელ დღეს სწორად აგეგმინებს ადამიანს, ხდის უფრო მეტად მებრძოლს და მიზანდასახულს. სწორედ დიდი განწობა ჩამოიტანა ჩემმა შვილმა CISV-ის ბანაკიდან. განწყობა ჰქონდა ამაღლებული. შემიძლია ვთქვა, რომ ის და მისი მეგობრები მთელი თვის განმავლობაში იგივე სიმღერებით იღვიძებდნენ და იძინებდნენ, იგივე სტილით ცხოვრობდნენ, როგორც ბანაკში, იყვნენ მხიარულები, სახემცინარენი, რაც ყოველთვის დიდი წინაპირობაა იმისა რომ აუცილებლად მიაღწევ იმას რაც მყარად გაქვს ჩაფიქრებული და განსაზღვრული. სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას თავიანთი შვილები მიიყვანონ CISV-ში. 

მ. გურგენაძე

***
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ სი აი ეს ვი არის ბრწყინვალე შესაძლებლობა ბავშვებისთვის ისწავლონ ბევრი რამ,ეს არის კომპლექსების მოხსნა,კომუნიკაცია,თვითდაჯერებულება,უსაზღვრო ემოციებით დატვირთულები ბავშვები ისე ატარებენ დროს ვერც ხვდებიან. უნუკალურია , ყველას ვურჩევ ბავშვი ატარონ თუნდაც ჯერ საქართველოს ფარგლებში სხვა და სხვა კლუბებში. დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა რომ ჩემს ბავშვობაში ყოფილიყო ამის შანსი.დიდი მადლობა სი აი ეს ვი-ს მთელ გუნდს ასეთი თავდადებისთვის.

ე. ბატიაშვილი

***
CISV-მ ჩამოუყალიბა ჩემს შვილს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ლიდერის თვისებები, ის უფრო დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული გახდა, ზედმეტი აღელვების გარეშე შეუძლია გადალახოს ის პრობლემები,რომელიც მას გზადაგზა ხვდება. გაიფართოვა თვალსაწიერი,გაეცნო უცხო ქვეყნების კულტურას,სანამ გაემგზავრებოდა,მოუწია მანამ გაცნობოდა იქაურ წეს-ჩვეულებებს ინტერნეტის და ლიტერატუსრის საშუალებით. აჩიკო კომუნიკაბელური ადამიანია,მან უამრავი მეგობარი გაიჩინა, სოც.ქსელების საშუალებით ამყარებს მათთან კომუნიკაციას და ზოგჯერ ერთად ფეხბურთის საყვარელი გუნდების ქომაგობასაც კი ახერხებენ. CISV საქართველო ეს არაჩვეულებრივი ადამიანებისგან შემდგარი გუნდია,რეკომენდაციას ვუწევ ახალ მონაწილეებს და მათ მშობლებს,ენდეთ მათ გამოცდილებას ,პროფესიონალიზმს!მათთან მუდამ კეთილგანწყობა და საქმიანი ატმოსფერო სუფევს. მათთან ურთიერთობ იქნება თქვენი შვილებისათვის საუკეთესო თვითგამოვლენის საშუალება. ჩემს ორივე შვილს მუდამ მიუხარიათ CISV-ის შეკრებებზე,იქ მათ საუკეთესო ადამიანები და მეგობრების გუნდი ხვდებათ.

დ. კიზირია

***
cisv ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აახლოვებს ახალგაზრდებს სხვა და სხვა ქვეყნის ბავშვებს ერთმანეთთან საერთაშორის ბანაკების მეშვეობით, ხელს უწყობს ცოდნის გარღმავებას სხვადასხვა სფეროში,ამ ბანაკებში ბავშვები ცხოვრობენ აქტიური ცხოვრებით სხვა და სხვა ინტელექტუალური თამაშების საშუალებით. მსჯელობენ მრავალ განყენებულ საკითხებზე.სხვა მშობლებს ვურჩებდი, რომ გაუშვან თავისი შვილები მსგავს ბანაკებში, რათა მისცენ მათ საშუალება აიმაღლონ ინტელექტის დონე.

ე. სირაძე

***

ჩვენ უკვე 2 წელია, რაც ჩართულები ვართ CISV-ის პროგრამებში და ვცდილობთ მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა. ეს პროგრამა ასწავლის ბავშვებს პატარაობოდანვე იფიქრონ ისეთ მნიშვნელოვან რაღაცებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება, თანასწორობა და მშვიდობა.

ამ პროგრამის მადლობელი ვარ, რომ მეც, როგორც მშობელს, მომეცა საშუალება გამეცნო CISV-ის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათთან ერთად გამეზიარებინა CISV-ის სამყაროს ხალისი 

ეს არის პროგრამა, რომელსაც მე ვურჩევდი ყველას. ზოგადად, CISV-ის პრინციპები და ფასეულობები ყოველდღიურ განათლებაში რომ იყოს ინტეგრირებული, ჩვენი შვილები გაცილებით უკეთეს გარემოში იცხოვრებდნენ!

თ. შვანგირაძე

***
გამიმართლა, რომ ჩემი შვილი მოხვდა ამ პროგრამაში, დიდი მადლობა CISV საქართველოს ორგანიზაციას, უღრმესი მადლობა ამ პროგრამის პრეზიდენტს იმისთვის რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ვურჩევ ყველა მშობელს არ გაუსვან შანსი და თუ გაქვთ ამის შანსი გააცანით ბავშვს ეს პრგრამა და ჩართეთ მასში.

ვ. პატაშური

***

რეკომენდაციას ვაძლევ ყველა მშობელს ვისაც უნდა რომ მისი შვილი გაიზარდოს დამოუკიდებელი, მეგობრული და ჰუმანური.

ხ. მურღულია

***



2011-2012 წწ.
***
CISV აძლევს საშუალებას ბავშვს გაიფართოოს თვალსაწიერი, მიიღოს ინფორმაცია და გაიცნოს სხვადასხვა ქვეყნების, კულტურის წარმომადგენლები, ისწავლოს მათთან თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა, ასევე განავითაროს ლიდერობის, ინიციატივის და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ბავშვს learn by doing, რაც მნიშვნელოვანია.

CISV უყალიბებს ღირებულებებს, მისწრაფებებს გახდეს უკეთესი და იზრუნოს უკეთეს მომავალზე.
რაც მთავარია, ბავშვები იძენენ უამრავ მეგობარს სხვადასხვა ქვეყნებში, აქვთ მათთან ურთიერთობა ფაცებოოკის საშუალებით."
მიეცით თქვენ შვილებს მეტი თავისუფლება. ენდეთ CISV-ის ლიდერებს ისინი მართლაც შესანიშნევი ხალხია. 100% სანდონი და თქვენი შვილები არა თუ ინანებენ ბედნიერები იქნებიან თუ მათ ამ შანსს ხელიდან არ წაართმევთ.

***
როგორც მონაწილეობის მსურველის მშობელმა, მინდა გამოვხატო ჩემი დაინტერესება
CISV პროგრამის მიმართ და დიდი სურვილი მაქვს თუ ჩემი 14 წლის შვილი მიიღებს მონაწილეობას ამ პროგრამაში, რაც დაეხმარება მას მისი ცოდნის და პიროვნული თვისებების განვითარებაში, გუნდური მუშაობის გამოცდილებაში. მე რეკომენდაცია გამიწია ამ პროგრამის მონაწილის ერთ-ერთმა მშობელამა, რომელიც ძალიან კმაყოფილია მისი შვილის პროგრესირებით და CISV -ის პროგრამის ეფექტურობით.
მშობელი ელის საუკეთესოს.
 

***
"კონკრეტულად აგოსთვის ეს იყო ახალი ცხოვრების დაწყება, ამ ორგანიზაციასთან შეხვედრა! პირველივე ბანაკიდან ბავშვი (მაშინ 11 წლის იყო) , რომელიც ყოველთვის ზედმეტად მორიდებული და ჩუმი იყო, გამოცვლილი დაბრუნდა, საუკეთესო გაგებით - მხიარული, ""ალაპარაკებული"", შთაბეჭდილებიბით უხვად დატვირთული. დაუსრულებლად ყვებოდა ათას ისტორიას, მღეროდა ბანაკის სიმღერებს, სოფელში, ნათესავის ბავშვებს ათამაშებდა თამაშებსს ი, უცებ ისეთ რამე.ს იტყოდა, გვიკვირდა საიდან იცოდა.. წლევანდელი ახალგაზრდული შეხვედრიდან კი, ლამის ისევ ბავშვი  რომ გავუშვით,  დაკაცებული დაგვიბრუნდა, თავის თავში დარწმუნებული და დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის გამოცდილებით. მან ბანაკის შემდეგ მარტომ გაატარა რამდენიმე დღე პარიზში. შეიძინა უამრავი მეგობარი და გაატარა დაუვიწყარი დღეები მათთან ერთად. ეს იყო შემთხვევა, რომელმაც, გარდა ბანაკის გამოცდილებისა, ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა, რადგან საქართველოდან მარტო იყო წასული, მისთვისაც პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო. ამ მხრივაც შეიძლება ვუმადლოდეთ CISV -ს, - ასეთ შანსებს რომ უჩენს ამ ასაკში ჩვენ შვილებს. აგრეთვე, კონკრეტულად აგოს, ეს გამოცდილება დაეხმარა ადვილად მოეხდინა ადაპტირება საერთაშორისო სკოლაში, რომელშიც მოუწია სწავლის გაგრძელება, მრავალი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებთან იოლად ენახა საერთო ენა, ისევე, როგორც ამ გამოცდილებამ გაუადვილა ინგლისურ ენაზე მათთან კომუნიკაციის და სწავლის უნარი.
ზოგადად კი, CISV არის ორგანიზაცია, რომელიც  ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ტოლერანტობის გრძნობის, დამოუკიდებლობლად აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების,  გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის და სხვა მრავალი ისეთი უნარის განვითარებას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატებული მოღვაწეობისთვის. ასევე, ამ ბანაკების დიდი დამსახურებაა, რომ აქ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ არა მარტო სიტყვით, განაგონით, არამედ  საკუთრივ, „ხელშესახებად“ გაეცნონ და გაიზიარონ კულტურული  მრავალფეროვნება სამყაროსი და გახდნენ მიმღებლები ამ მრავალფეროვნებისა. ამის პარალელურად  საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობასაც ეწყობა ხელი, რადგან მისი საუკეთესოდ წარმოჩენის მიზნით, ბანაკების წინ ბავშვები საგანგებოდ ემზადებიან. ეს, თავის მხრივ, დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიების, მოკლე და გადასაგებ, სახალისო „ენაზე გადაყვანის“ და საბოლოოდ, მისი პრეზენტაციის უნარსაც უვითარებთ... საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, იმით დაწყებული, თუ დამთავრებული, რომ ახალგაზრდები საბოლოო ჯამში უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, მითუმეტეს - ამ ასაკში და, მგონი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართველი ბავშვებისთვის.
მთავარი რეკომენდაცია სხვა მშობლებს: არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იდარდოთ, რომ არ ექნებათ ტელეფონები და ა.შ., არც წინასწარ დაძაბოთ ბავშვი, რომელიც პირველად მიდის, პირიქით, გაამხნევეთ და დააჯერეთ, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელის, მომართე საიმისოდ, რომ შეირგოს, გაერთოს, ისწავლოს, გაიტანოს ჩვენი კულტურა და მიიღოს სხვისი :) და აუცილებლად მიეცით ნება და შეუწყეთ ხელი, რომ დარჩეს რამდენიმე დღე, ჯობია, ბანაკის შემდეგ და ჯობია, ბანაკის ბავშვებთან ერთად, ანუ არა მარტო ქართველ ბავშვებთან."

***
 CISV აძლევს მოზარდებს გამოცდილებას, აჩვევს ახალგაზრდებს ლიდერობას, ადამიანებთან კონტაქტის ადვილად დამყარებას. აძლებს მონაწილეებს საშუალებას რომ  ისწავლონ უშუალოდ გამოცდილებიდან  და ჩაერთონ ისეთ პროგრამებში რომელიც  იქნება სასარგებლო  მოზარდებისთვის. შემდგომში  მიღებულ ცოდნას მოზარდები გაუზიარებენ  სხვა თანატოლებს.
ასეთი ტიპის საერთაშორისო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდის პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.


***
"CISV -არაჩვეულებრივი ორგანიზაციააა, დატვირტული საინტერესო პროგრამებიტა და აქტივებობით, ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, სწვლობენ დამოუკიდებლად  ცხოვრებას და გადაწყვეტილებების მიგებას, ბავშვებს ეძლევათ შანსი რომ გამოავლინონ მაქსიმალურად თავიანთი შესაძლებლობები, სწავლობენ კომუნიკაციასა და შესანიშვანი შესაძლებლობააა შეიწავლონ და გაამყარონ ინგლისური ენის ცოდნა. ლიდერები ნამდვილი პროფესიონალები არიან და ზრუნავენ ბავშვებზე, დიდი წვლილი შექვტ არამარტო ბავშვების დამეგობრებაში არამედ მშობლების დაახლოებაშიც.


***
გირჩევტ აქტიურად ჩაებატ და მისცეტ ტქვენს შველებს შანსი გამოვლინონ საკუტარი ტავი, გაატარონ აქტიური,  მხიარული და საინტერესო არდადეგები CISV თან ერტად და მიიგონ უდიდესი გამოცდილება, CISV -ი საუკეტესოა! :)))))))"


****
"ჩემი აზრით, CISV -ის პროგრამებში მონაწილეობის შემდეგ ბავშვები (მათ შორის ჩემი შვილებიც) გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, კომუნიკაბელურები, აქტიურები თავიანთ კლასსა და მეგობრებში, უფრო დაინტერესდნენ მსოფლიო ხალხების ცხოვრებით, მათი ცხოვრების წესებითა და ქვეყნების პრობლემებით, გახდნენ ტოლერანტულები ნებისმიერი ეროვნების ადამიანების მიმართ, გაიგეს, რა აუცილებელი პირობაა, იყოს მშვიდობა ქვეყნებს შორის. ბევრი რამ ისწავლეს თანატოლებისგან, მათ შორის უცხოელი თანატოლების კულტურისა და მათი ქვეყნის ტრადიციების შესახებ, ადამიანების, მათ შორის, ბავშვების უფლებების შესახებ.
ყოველივე ეს კი მაძლევს უფლებას, სხვა მშობლებს ვურჩიო, დაუფიქრებლად ჩააბან ბავშვები ამ პროგრამებში."

***
უაღრესად კმაყოფილი ვარ თქვენი საქმიანობით და იმ ფასდაუდებელი გამოცდილებით, რომელიც ჩემმა შვილმა შეიძინა (და მომავალშიც ვფიქრობ გაიმდიდრებს) თქვენს პროგრამებში მონაწილეობით. ყველას ვურჩევ მიიღონ მონაწილეობა CISV -ს პროგრამებში, ეს მართლაც ისაა რაც მომავალ თაობას სჭირდება.

****
"მოგესალმებით ,
თქვენმა ორგანიზაციამ თავისი ლამაზი  კვალი დატოვა ,ჩემი შვილის მომავალ განვითარებაზე, განსაკუთრებით ურთიერთობების თვალსაზრისით ,რომ არაფერი ვთქვა ენის ბარიერის წარმატებულად დაძლევაზე ,დიდი მადლობა მინდა  მოუხადო ქალბატონ ნინო პავლიაშვილს და კო ლიდერს მარიამ პატატიშვილს , გაწეული შრომისთვის და იმ ენერგიისთვის რაც ჩემს შვილს მოახმარეს . მოვუწოდწბ ყველა მშობელს რომ  იზრუნონ შვილების განათლება – განვითარებაზე და გაწევრიანდნენ თქვენს ორგანიზაციაში . დიდი მადლობა ყველას :)"

***
მე,როგორც ერთ–ერთი CISV -ელის მშობელმა შემიძლია ამაყად ვთქვა რომ ეს  პროგრამა დღესდღეისობით საქართველოში ერთადერთია რომელიც ახალგაზრდას აძლევს რეალურ შანს წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად,ინტეგრირდეს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებთან.გამოუმუშავოს სხვადასხვა უნარ–ჩვევები რაც შემდეგი წარმატებების მიღწევაში დაეხმარება,ეს არის საიტერესოდ,შემოქმედებითად,სახალისოდ დროის გატარება. ყველა მშობელს ვურჩევ~მოვუწოდებ,რომ არ დაგენანოთ,გამოიყენეთ ყველანაირი რესურსი იმისათვის რომ გაუშვათ თქვენი შვილი ამ ბანაკებში,ეს არ არის საზღავრგარეთ წასვლა და ქალაქების დათვალირებება ეს არის უდიდესი გამოცდილება და წარმატებისკენ  რამოდენიმე ნაბიჯით ახლოს ყოფნა! დამეწმუნეთ,თუ თქვენ შვილს ექნება ამ პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება,ჩათვალეთ რომ იგი სხვა მის თანატოლებთან შედარებით  გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება!

***

მშობლებო აუცილებლად გაუშვით თქვენი შვილები, არ ინანებთ ჩემი გამოცდილებით გეუბნებით. თუ გინდათ რომ ისინი თანამედროვე მოაზროვნე ახალგაზრდებად ჩამოყალიბდნენ ეს პროგრამა სწორედ რომ შესაბამისი არჩევნია.

CISV არის ორგანიზაცია, რომლის იდეალები და მიზნები: მშვიდობა, მეგობრობა, ტოლერანტობა..., ყველა მშობლის სურვილია და მაშინ ვართ ჩვენ ამაყები და ბედნიერები, როცა ჩვენი შვილები ამ იდეალებს ემსახურებიან. რაც მეტი ბავშვი იმეგობრებს, მით ნაკლები ომი იქნება, ეს არ არის მარტო სიტყვები, ჩვენ მშვიდობის ფასი ვიცით.
იგივეს გავიმეორებ და ვიტყვი რაც ჩავწერე კონსტანტინეს ანკეტაში, CISV -ში მონაწილეობა აუცილებელია ბავშვის სწორი განვითარებისათვის და ღირებულებათა სისტემის განმტკიცებისათვის.

***
CISV ნადვილად ამართლებს თავის სახელწოდებას და შიგ ჩადებულ აზრს  ბავშვის დამოუკიდებელი უნარჩვევების ჩამოყალიბების შესახებ. ამ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ ბავშვი ხდება გაცილებით უფრო კრეატიული, იფართოვებს თავის სამეგობრო წრეს, სწავლობს ახალ აქტივობებს და ცდილობს  გაუზიაროს იგი სხვებსაც. მე ჩემს შვილს შევამჩნიე უკეთესობისაკენ ცვლილება . პროგრამა ინტერჩეინჯმა ოჯახებიც კი დაგვამეგობრა და მშობლებიც დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობდით შვილებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ,რისთვისაც დიდი მადლობა CISV -ს.
მიუხედავად იმისა , რომ ჩემი შვილი დიდი ხანი არაა რაც მონაწილეობას იღებს CISV -ის პროექტში - მომავალი ლიდერთა ცენტრში, შევნიშნე მისი აღფრთოვანება ამ პროექტის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი CISV პროექტებში მიღება ნაყოფს გამოიღებს , გაიღრმავებს ცოდნას და მონაწილეობას მიიღებს ბევრ საერთაშორისო ბანაკში.
"ამ პროგრამაში მონაწილეობა სასურველი და აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის, თუკი მშობელს აქვს საშუალება, მან აუცილებლად უნდა გაგზავნოს ბავშვი ამ ბანაკში.


***

ძალიან მომწონს ეს პროექტი.ჩემი უფროსი შვილი უკვე გავუშვი და ვაპირებ ჩემი მეორე შვილის გაშვებას.

***
ბავშვის სოციალური განვითარებისთვის ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტია.


***
"ამ პროგრამაში ჩართვის დღიდან სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რა დიდებულ საქმიანობას ეწევიან პროგრამის ორგანიზატორები.

ჩემ შვილს შესაძლებლობა მიეცა გაეცნო სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, თავისი ტოლი ბავშვები, ახალგაზრდები, ლიდერები და პერსონალი, მათთან ერთად თამაშში და სასიამოვნო გარემოში აქტიურად წარედგინათ თავიანთი ქვეყნები, მონაწილეობა მიეღოთ აქტივობებში, და ამავე დროს ესაუბრათ ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც მდგრადი განვითარებაა.

პროგრამის მადლობელი ვარ იმ დაუვიწყარი ემოციისათვის და შთაბეჭდილებებისათვის, რაც ბავშვმა ჩამოიტანა ბანაკიდან, იმ გამოცდილებისათვის, რომელსაც ის ცდილობს ყოველდღიურობაში გამოიყენოს, იქნება ეს ჩვენს გარემოსთან მიმართებაში თუ ადამიანურ ურთიერთობაში.

პროგრამა დაეხმარა ჩემ შვილს, სხვა კუთხით შეხედოს თუნდაც იმას, რასაც ასწავლიან სკოლაში და აღარ აქვს მიდგომა ""მე ეს არ მინდა"", ""მე ეს რაში დამჭირდება"".
ყველგან დიდი სიხარულით ვაზიარებ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა და არც ენების შემსწავლელი კურსები, არამედ ეს არის კარი ჩვენი შვილების მომავალში, რათა მათ ამ ასაკიდანვე დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ იყვნენ კარგი ადამიანები, მეგობრები, ლიდერები და მოქალაქეები."



***
კარგი ორგანიზაციაა რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ ბავშვებს გაეცნონ განსხვავებულ კულტურას და განიცადონ ინტერესთა ინტეგრაცია სხვა და სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან
CISV პროგრამაში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა ბავშვისათვის შეიძინოს საჭირო უნარ-ჩვევები, როგორიცაა კომუნიკაცია, ლიდერობა. ასევე ხელს უწყობს მონაწილის, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის ჩამოყალიბებას.

***
ეს არის ნამდვილად ძალიან კარგი პროგრამა, იმიტომ რომ ამ ბავშვების თაობა მიჯაჭვულია კომპიუტერებს, ტელევიზორებს და სიაესვი ეხმარება მათ მოწყდნენ ამ წარმოსახვით სამყაროს და ნახონ რა ხდება მათ გარშემო რომ მათ გაუჩნდეთ სხვადასხვა ინტერესი ცხოვრებაში. ასევე თუ ბავშვი არის თავის თავში ჩაკეტილი სიაესვი მას ძალიან კომუნიკაბელურს ხდის. ძალიან მომწონს ისიც რომ ბავშვი იცნობს სხვადასხვა ქვეყნის რამომადგენლებს და ეცნობა მათ კულტურას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ ბავშვი კარგად ითვისებს ინგლისურ ენას.


***
ძალიან კმაყოფილი ვარ CISV -ს პროგრამის და მისი ხელმძღვანელების, ასევე ლიდერების. რეკომენდაციას ვუწევთ CISV -ს,  რომ ყველა მშობელმა შესაძლებლობისდაგვარად აქტიური მონაწილეობა მიიღონ CISV -ს პროგრამებში.

***

თუ გსურთ თქვენი გამოხმაურებაც იყოს გამოქვეყნებული, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ: georgia@cisv.org-ზე. მიუთითეთ მონაწილის ბანაკი და ასაკი.