Interchange

გაცვლები ოჯახებში - ინტერჩეინჯი



******************

ინტერჩეინჯი არის ოჯახებს შორის ბავშვთა გაცვლის პროგრამა. ეს პროგრამა მხარს უჭერს ორი ქვეყნის კულტურის დაახლოვებას, გაცნობას და განმტკიცებას. ამ პროგრამაში არსებული აქტივობები ხელს უწყობს ცხოვრებისეული გამოცდილების გაძლიერებას.


ინტერჩეინჯი-გაცვლა ოჯახებში, მიმდინარეობს ორ ეტაპად:

1. დელეგაცია სტუმრობს რომელიმე ქვეყანას (თითოეული ბავშვი ცხოვრობს იმავე სქესის თანატოლის ოჯახში)

2. შემდეგ ეს დელეგაცია მასპინძლობს იმ ქვეყნის დელეგაციას სადაც იმყოფებოდნენ ისინი.

ასეთი კულტურათაშორისი გამოცდილება არა მხოლოდ ახალგაზრდა მონაწილესთვის არის კარგი და სასარგებლო, არამედ მთლიანად იმ ქვეყნისა და ერისთვის, სადაც ის იცხოვრებს СISV ინტერჩეინჯის განმავლობაში.

თითოეულ ქვეყანაში ბავშვები ჰყოფენ 2-3 კვირას.

ეს პერიოდი დატვირთულია სპეციალურად მომზადებული პროგრამით, მინი ბანაკით, და იმ დროით, რომლის დროსაც ოჯახები დამოუკიდებლად აცნობენ სტუმარ ბავშვს ადგილობრივ კულტურას.

პროგრამა არ მოითხოვს განსაკუთრებულ საჩუქრებსა და ძვირადღირებულ კვებას სტუმრისთვის. ოჯახს უნდა ჰქონდეს დამატებითი საწოლი მასპინძელი ბავშვის ოთახში ან დამოუკიდებელ ოთახში. ბავშვები  არ უნდა დარჩნენ მარტოები სახლში უფროსის ზედამხედველობის გარეშე. ამ და სხვა წესების შესახებ ორგანიზაცია ატარებს სპეციალურ სემინარს მასპინძელი ოჯახებისთვის.

ფასები და CISV-საქართველოს პროგრამებში მოხვედრის ზოგადი პირობები იხილეთ აქ.


 *****************

წინა წლების გამოცდილება

2019 წელს გაცვლა ოჯახებში იყო იტალიასთან. 2-2 კვირით იტალიაში, შემდეგ საქართველოში.

2012 წელს გაცვლა ოჯახებში იტალიასთან 2-2 კვირით იტალიაში, შემდეგ საქართველოში.
ივნისი-ივლისი (7 მონაწილე საქართველოდან, 8 მონაწილე იტალიიდან და 2 ლიდერი თითოეული ქვეყნიდან)

2011 წლის 15 ივნისი- 9 ივლისი - ამერიკის შეერთებული შტატები, 12-30 ივლისი- საქართველო;
13 წლის (6 მონაწილე, 1 ლიდერი თითოეული ქვეყნიდან)

*****************

დაინტერესების შემთხვევაში შეგვეხმიანეთ: georgia@cisv.org სიაიესვი საქართველოს ოფისი.