პირობები/ფასები

მონაწილეობის პირობები:
 
CISV-ის პროგრამებში საქართველოდან მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი ასაკის ბავშვს.
იგი უნდა აკმაყოფილებდეს პირობებს:
  • ემთხვევა კანდიდატისა და ოჯახის სურვილი;
  • კანდიდატს აქვს შესაბამისი ასაკი ბანაკის პერიოდში;
  • ინგლისურის იცის საკომუნიკაციო დონეზე მაინც;
  • მონაწილეობს მოსამზადებელ პროგრამაში საქართველოში;
  • მონაწილეობს მოსამზადებელ მინი-ბანაკში საქართველოში;
  • არის კომუნიკაბელური (სურვილი და შესაძლებლობა მულტიკულტურულ და მულტიეროვნულ გარემოში ურთიერთობის);
  • გამოხატავს თამაშებსა და სავარჯიშოებში მონაწილეობის სურვილს ბანაკის პერიოდში;
  • აქვს პასუხისმგებლობის უნარი;
  • იცავს ბანაკის შინაგანაწესს;
  • მკაცრად ასრულებს CISV-ისა და CISV-საქართველოს მოთხოვნებს (CISV-ის წებ-გვერდზე გამოქვეყნებული წესები) პასუხისმგებლობის, ასევე სხვა ბავშვების უსაფრთხოებისა და პატივისცემის შესახებ;
ბანაკში განაცხადების შემოტანა ხდება პრინციპით ვინც ადრე გააკეთებს განაცხადს, ის დაიკავებს ადგილს.
თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელიც:
  • არის CISV საქართველოს ოჯახების კლუბის წევრი (ოჯახი იხდის წლიურ საწევროს, მიუხედავად იმისა, ბანაკში მონაწილეობს თუ არა ბავშვი);
  • კონკურსის გამოცხადებამდე არის CISV საქართველოს JB აქტიური წევრი.
  • კონკურსის გამოცხადებამდე მონაწილეობს ლოკალურ მოზაიკის პროექტებში.
  • ოჯახი ჩართულია Interchange პროგრამაში.
კანდიდატს სასურველია შეეძლოს: ან სიმღერა, ან ცეკვა, ან ხატვა, ან ფოტოგრაფირება, ან საჭმლის კეთება, ან ქარგვა, ან სხვ. რაც საშუალებას მისცემს წარადგინოს ქართული კულტურა.
გადასახადი პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვითაა, ასევე დამოკიდებულია ფუნტის ღირებულებაზე (რადგან პროგრამა საერთაშორისოა, სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთშია, დღიური გადასახადი 45 ფუნტის ექვივალენტია ლარში).
  • სარეგისტრაციო გადასახადი 100 ლარი.
ყველა გადახდა წარმოებს ლარში!!
  • Village 28 დღე- 1260 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში
  • Interchange (14+14) 28 დღე - 1260 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში. 50% ფასდაკლებით 630 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში. ფასდაკლება მხოლოდ ინტერჩეინჯს ეხება!
  • Youth Meeting 15 დღე 675 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში
  • 8 დღე 360 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში;
  • Step Up - 23 დღე 1035 GBP -ის შესაბამისი თანხა ლარში;
  • Seminar Camp - 21 დღე 945 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში;
  • IPP - 21 დღე 945 GBP-ის შესაბამისი თანხა ლარში;
გადასახადი მოიცავს:
პროგრამის ღირებულებას,
საქართველოში მოსამზადებელ პერიოდულ შეხვედრებს,
ღონისძიებებში, მათ შორის მინი-ბანაკში მონაწილეობას საქართველოში,
ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ბანაკში მონაწილების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს CISV საქართველო რეკომენდაციას გაუწევს სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში.
ფასში არ შედის მონაწილის თვითმფრინავის ბილეთის, სუვენირების, საჩუქრების, ადგილზე მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები. ლიდერის მგზავრობის ხარჯი.
საბოლოო ფასის დასაანგარიშებლად გთხოვთ შეეხმიანოთ ორგანიზაციის ადმინისტრაციას: georgia@cisv.org

**********
*********

საბანკო რეკვიზიტები                                                
                                                                               
ააიპ სიაიესვი–საქართველო                                      
იურიდიული მისამართი: ოთარ ჩხეიძის 5, თბილისი   
ფაქტობრივი მისამართი: ბახტრიონის 7ა, ოთახი 3, თბილისი                                                                         
საგადასახადო კოდი: 404 923 339                                                       
თიბისი ბანკი                                                                
ბანკის კოდი TBCBGE22                                                         
ა/ა  GE61 TB71 2733 6080 1000 03