2022 წლის პროგრამები

CISV საქართველოს 2022 წლის საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობა ვისაც გსურთ:


სემინარ-ბანაკი 16-17 წლისებისთვის
S-2022-004 Germany Luneburg 24/07/2022-13/08/2022. M 16-17 (შევსებულია);
S-2022-004 Germany Luneburg 24/07/2022-13/08/2022. F 16-17 (შევსებულია).
S-2022-006 Finland Helsinki 04/07/2022-24/07/2022. F 16-17 (შევსებულია);
S-2022-006 Finland Helsinki 04/07/2022-24/07/2022. M 16-17(შევსებულია);
S-2022-015 Spain Galicia 18/07/2022-07/08/2022. M 16-17 (შევსებულია);
S-2022-015 Spain Galicia 18/07/2022-07/08/2022. F 16-17 (შევსებულია);

ახალგაზრდა დამხმარე (Junior Councelor) Village პროგრამაში
V-2022-044 , El Salvador, San Salvador . 24/06/2022-22/07/2022 წ. JC, 16-17 წლის. გოგონა, 1 ადგილი (შევსებულია);

11 წლისების ვილიჯი -28 დღე. 2 ბიჭი, 2 გოგო. 1 ლიდერი.
V-2022-013 Germany Munich 05/08/2022-01/09/2022. დელეგაცია

ახალგაზრდული შეხვედრა
Y-2022-011 Germany München 11/04/2022 - 18/04/2022 12-13 წწ. 4 მონაწილე. (შევსებულია)
Y-2022-051 Romania Bucharest 05/08/2022 - 15/08//2022 12-13 წწ. 4 მონაწილე.(ბანაკი გაუქმდა ომის გამო)
Y-2022-052 Slovenia 18/07/2022-01/08/2022 12-13 წწ. 4 მონაწილე. (შევსებულია)

Step Up ბანაკი
C-2022-012 Germany, Berlin 22/07/2022 - 13/08/2022. 14 წწ (ბანაკი გაუქმდა ომის გამო)
C-2022-036 Portugal, Lisboa 29/07/2022 - 20/08/2022. 15 წწ (4 ბავშვიანი ბანაკი შევსებულია).
C-2022-039 Sweden, Halmstad 15/07/2022 - 06/08/2022. 14 წწ (ბანაკი გაუქმდა ომის გამო)


გამოცხადდა 2021 წლის ზაფხულის ბანაკების ადგილები

 


CISV-საქართველომ მიიღო მოწვევები 2021 წლის საზაფხულო საერთაშორისო ბანაკებში.

სამწუხაროდ პანდემიის გამო ყველა ბანაკი გაუქმდა.




JB და ინტერაქტი თანამშრომლობის პროექტს ახორციელებს



CISV-Georgia-ს ახალი ინიციატივა, მოსწავლეთა კლუბი JBi. საქართველოს ყველა კუთხის 12-17 წლის ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა უცხოელ თანატოლებთან ერთად:
გაიგონ მსოფლიოს შესახებ ადგილობრივებისგან; იკონტაქტონ თემატური შეხვედრებითა და ერთობლივი პროექტების მეშვეობით; გაიუმჯობესონ საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარები; დახვეწონ სასაუბრო და საქმიანი ინგლისური; დააგროვონ დიდი გამოცდილება; მოემზადონ საერთაშორისო შეხვედრებისთვის პანდემიის შემდეგ უცხოეთსა და საქართველოში;
გაეცნონ საგანამანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებში ჩართულ ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს; დააგროვონ მოხალისეობრივი მუშაობის გამოცდილება; წარმატებით მოემზადონ UWC, FLEX და მსგავსი სასწავლო პროგრამებისთვის.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ კვირეულად 1-2 სთ ზუმით.
წევრებს საშუალება ექნებათ იმუშაონ იდეებზე, სამოქმედო გეგმებზე, აირჩიონ სხვა ადამიანები ან თვითონ დაიკავონ სხვადასხვა პოზიცია (კლუბის პრეზიდენტი, წარმომადგენელი უცხოეთში, PR მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი...)
Jbi კლუბის წევრები დამატებით უფასოდ ჩაერთვებიან როტარის ინტერაქტის საქმიანობაში.
ამ ეტაპზე გვაქვს ურთიერთობა ისრაელის და უკრაინის როტარის ინტერაქტ კლუბებთან. დაგეგმვის ეტაპზეა მექსიკის მსგავს კლუბთან ურთიერთობის დამყარება. მოწვევა გვაქვს ფინურ, სლოვენიურ და თურქულ პროექტებში.
კლუბის 2021 წლის წლიური საწევრო 100 ლარი, შესაძლებელია დაიფაროს ორ ნაწილად.
დაინტერესებული პირები შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ: 599556234
CISV-GEORGIA-ს პრეზიდენტი პავლე თვალიაშვილი
მოგვწერეთ: georgia@cisv.org

საგანგებო განცხადება

CISV საქართველო ავრცელებს CISV საერთაშორისოს განცხადებას.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, CISV საერთაშორისო 2020 წლის ზაფხულის ყველა პროგრამას აუქმებს (იხ განცხადება ქვემოთ).
CISV საქართველო გააგრძელებს კომუნიკაციას ოჯახებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანხების ანაზღაურება, მომავალი პროგრამები, ორგანიზაციის სამუშაო ფორმატი და ა.შ.
მადლობა თქვენ ნდობისა და სურვილისთვის ვიყოთ ერთად ჩართულები CISV პროგრამებში და ამით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებასა და მსოფლიო მშვიდობას. 

CISV საქართველოს 
მმართველი საბჭო.
****
CISV International და COVID 19: 
30 მარტი, 2020 წელი.

მას შემდეგ რაც განვიხილეთ და კონსულტაცია გავიარეთ ყველა ჩვენს ეროვნულ ასოციაციასთან, CISV-საერთაშორისომ მიიღო გადაწყვეტილობა გააუქმოს ყველა პროგრამა თუ ღონისძიება, რომელიც 2020 წლის ივნის-აგვისტოში იყო დაგეგმილი. 
ჩვენ ვიცით, ბევრი თქვენგანი როგორი იმდგაცრუებული იქნება, მიუხედავად იმისა ეს იქნებოდა თქვენი პირველი თუ ერთ-ერთი მრავალთაგანი CISV გამოცდილებებიდან.  
უპრეცედენტო სიტუაცია გვაქვს გლობალურად და CISV-თვის.
ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი გზაა.
ძალიან ვამაყობთ თითოეული თქვენგანით CISV ოჯახში, ვინც კიდევ ერთხელ აჩვენეთ როგორი მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც აქტიური მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ვძლიერდებით მაშინ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ საერთო პრობლემის საპასუხოდ. 
ჩვენ ვიცით, რომ ბევრ თქვენგანს ექნება კითხვები კონკრეტული გარემოებებისა თუ მომავალი პროგრამების შესახებ. ამისათვის, გთხოვთ, მიმართოთ CISV ორგანიზაციას თქვენს ქვეყანაში.
მადლიერები ვართ ნდობისთვის, მოთმინებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გამოხატეთ ბოლო რამდენიმე კვირა.
მომავალი კვირების განმავლობაში ჩვენ დაგვჭირდება დავგეგმოთ მომავალი. ჩვენ ვიცით, რომ CISV ოჯახში ყველას შეგვიძლია დავეყრდნოთ იმისათვის რომ ჩვენ დაგვეხმაროს, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც ჩვენს ორგანიზაციას ოდესმე ჰქონია. ერთად ჩვენ ვართ CISV, ერთად ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ მემკვიდრეობა რომელიც დორის ალენმა დაგვიტოვა გაგრძელდება სულ მცირე კიდევ 70 წელი.


CISV International and COVID-19: Latest updates
30 March 2020

After careful consideration and in consultation with all of our National Associations, CISV International has taken the decision to cancel all June-August programmes and events.
We know how disappointed many of you will be, whether this was to be your first CISV experience or one of many.
This is an unprecedented situation – globally and for CISV - and we took this decision with extremely heavy hearts, but felt that this is the right way forward for CISV.
We are incredibly proud of everyone in the CISV family, who has shown, once again, how seriously they take their responsibilities as active global citizens. They remind us that we are all interconnected and are stronger when we act together to respond to common problems.
We know that many of you will have questions either about your specific circumstances or about future programmes. We would encourage you to reach out to CISV in your country.
We are grateful for the trust, patience and support you have shown us over the last few weeks.
Over the coming weeks, we will need to plan for the future. We know that we can rely on everyone in the CISV family to help us overcome one of the greatest challenges our organization has ever faced. Together we are CISV, together we can and must make sure the legacy that Doris Allen left us will last at least another 70 years.

2020 წლის ზაფხულის ბანაკების მონაწილეთა საყურადღებოდ

გთხოვთ იყოთ ყურადღებით, მსოფლიოში და საქართველში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე CISV-საქართველო მალე გაავრცელებს განცხადებას.




12-18 წლისებისთვის EMT-ის სასწავლო აკადემია სომხეთში 2020;

სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2018-2019) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

🥰😍მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 12-18 წლის ახალგაზრდებს 👻👍👉სათავგადასავლო შემეცნებით ტურში 👋
29 თებერვალი-3 მარტი, 2020.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

დაგეგმილია ვიზიტი UWC Dilijan College - საერთაშორისო ib სკოლაში, სადაც სამომავლოდ დაფინანსების მოპოვებისა და სწავლის გაგრძელების შანსი ეძლევათ (www.ge.uwc.org).

ასევე ვეწვევით ტექნოლოგიების ცენტრს - TUMO, სადაც ადგიობრივი თანამშრომელი დეტალურად გააცნობს ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და დონორების მხრიდან დაფინანსების მექანიზმებს.
მონაწილეები მოინახულებენ უძველეს ძეგლებს, გარნის და გეღარდს. ესტუმრებიან ფარაჯანოვის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან სომხური, აზერბაიჯანული და ქართული კულტურების შერწყმას ხელოვნებაში.
დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME/მისია შეუსრულებელია??) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა:
💸💵ვალუტის გაცვლა,
🚃🚊მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია,
🤹🏽‍♂️არამშობლიურ ენაზე კონტაქტი,
🍱საკუთარი ფინანსების მართვა,
💰დღიური ბიუჯეტის განაწილება,
📽ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე
და სხვა.

🏺⚱️📺შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გავატარებთ ხალისიანად, ვესტუმრებით 🍫Grand Candy-ს კაფეს, ტრადიციულ რესტორანში გვექნება 🍢🥠🥘🥐🥯საზეიმო ვახშმი.

ვიცხოვრებთ სასტუმროში, სადაც იქნება ახალგაზრდული ბანაკის მსგავსი სიტუაცია და ვიზიტებთან ერთად დატვირთულნი იქნებიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეობის საფასური 200 $ (ექვივალენტი ლარში) მოიცავს:
🚌მგზავრობას,
🏡ცხოვრებას,
🏛მუზეუმებს,
🍔2-ჯერად კვებას,
🗯💭 საერთაშორისო სტატუსის 2 ტრენერის მომსახურებას,
📚🎏სასწავლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

განაცხადის ფორმა
http://bit.ly/367DMC5

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე

დამატებითი ადგილები 2020-ისთვის

 
CISV საქართველო აცხადებს ადგილებს:

***
10-11 წლის ბიჭებისთვის 2 ბანაკში დარჩენილია ადგილი 2020 წლის ზაფხულის 28 დღიან ინგლისურენოვან ბანაკში:

1 ადგილი საფრანგეთში, 4 ბავშვიან დელეგაციაში

დელეგაციებს მიჰყვება ლიდერი.

ფასი 1260 ფუნტის ექვივალენტი+ რეგისტრაცია 100 ლარი + გზა


***
16, 17 ან 18 წლის ახალგაზრდების ადგილები 21-დღიან საერთაშორისო ინგლისურენოვან ბანაკებში სემინარ-ბანაკი.
Germany, Darmstadt, 3-23 აგვისტო 2020, 1 გოგოს ადგილი

ფასი 945 ფუნტის ექვივალენტი+რეგისტრაცია+გზა.

***

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს 14 იანვრის ჩათვლით.
თანხის გადახდა უპროცენტო განვადებით.

დეტალები ორგანზიაციასა და პროგრამებზე:
www.cisv.org (საერთაშორისო)
www.cisv.org.ge (საქართველო)

საკონტაქტო პირი:
599556234
პავლე თვალიაშილი
CISV-საქართველოს პრეზიდენტი

ვაკანსიები 2020

გვაქვს ვაკანსიები: (ასაკი 2020 წლის რომელიმე პერიოდში)

11 წლის ბიჭების ვაკანსია 28-დღიან ვილიჯში:

პარიზი: 1 ბიჭი
ლისაბონი: 2 ბიჭი

16-18 წლის 1  მონაწილის ვაკანსია 8 დღიან ბანაკში გერმანიაში კიოლნი - აპრილში

17-18 წლის მონაწილეების ვაკანსია სემინარ-ბანაკში 21 დღე
გერმანია 1 გოგო
ლისაბონი 2 (1 გოგო, 1 ბიჭი)

www.cisv.org.ge