ვაცხადებთ ლიდერების მიღებას 2020 წლის CISV ზაფხულის ბანაკებისთვის.
2020 წლის ივნისი-აგვისტოსთვის
ვილიჯი 28 დღე - 4 ლიდერი; ბავშვები 11 წლის.
სტეპ აპ ბანაკი 23 დღე - 2 ლიდერი; ბავშვები 14-15 წლის;
Youth meeting 15 დღე - 1 ლიდერი. ბავშვები 12-13 წლის.
ძირითადი მოთხოვნები:
* ლიდერი უნდა იყოს 21 წელზე მეტის;
* უნდა იყოს დინამიური, არ უნდა იყოს გადაღლილი;
* უნდა შეეძლოს დიდი ხნის მანძილზე არ მოწიოს, არ დალიოს ალკოჰოლი, დაიცვას საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.
* ძალიან კარგად იცოდეს ქართული და ინგლისური;
* ლიდერმა უნდა იცოდეს სხვადასხვა აქტივობები და ენერჯაიზერები. შეეძლოს დაგეგმვა, მათი ჩატარება დიდ ჯგუფებში (20-40-60 მონაწილე) და შეფასება. უნდა იმუშაოს დახურულ და ღია სივრცეებში;
* შეეძლოს პირველადი დახმარების გაწევა (გაივლის შესაბამის მომზადებას);
* უყვარდეს ბავშვები და შეეძლოს მათთან კრიტიკულ სიტუაციაში წონასწორობის დაცვა და ემპათია;
* შეეძლოს წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ბანაკის ადმინისტრაციასთან, მშობლებთან და ბავშვებთან;
* სასურველია ჰქონდეს გამოცდილება სიქას, EMT-ის ან CISV-ბანაკებში, ტრენინგებსა ან ღონისძიებებში მონაწილეობის.
* ჰქონდეს თავისუფალი დრო ბანაკის პერიოდში (2020 წლის ზაფხული)
* შეეძლოს შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება წლის მანძილზე (სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთაშაბათს 19:00-21:00)
სამუშაო მოხალიესეობრივია და მოიცავს როგორც ზაფხულის ბანაკის, ასევე ბანაკამდე წლის მანძილზე პერიოდულ სამუშაო და მოსამზადებელ შეხვედრებს.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი მოტივაციის წერილი გამოგზავნეთ georgia@cisv.org - ფოსტაზე ქართულად და თარგმანი ინგლისურად.
სამუშაოს წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოხალისე ლიდერს გაეწევა რეკომენდაცია როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, ასევე საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში მუშაობის დასაწყებად. ამის მაგალითია მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ჩვენი ყოფილი და მოქმედი ლიდერები.
ვაკანსიებს ბოლო ვადა არ აქვს, დაიხურება შევსებისთანავე.
www.cisv.org.ge