2020 წლის ბანაკების მსურველებს

სულ რამდენიმე დღის წინ დამთავრა 2019 წლის CISV-საქართველოს ბოლო საერთაშორისო ბანაკი. ვულოცავთ ყველა მონაწილეს, ლიდერებს, კოორდინატორებსა და ოჯახებს ბანაკების წარმატებით დასრულებას და დიდი გამოცდილების შეძენას.

დავიწყეთ მზადება 2020 წლის დელეგაციების დასაკომპლექტებლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის ბანაკებში.

ამ ეტაპზე ადგილები დარჩა მხოლოდ VILLAGE-ბანაკში 11 წლისებისთვის.
მონაწილეებს მალე შევეხმიანებით.

პატივისცემით CISV საქართველოს სამუშაო ჯგუფი.