CISV-საქართველოს
მიერ დაკომპლექტებული საქართველოს დელეგაცია 2016 წლის 10-16 სექტემბერს მიწვეული იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიშეგრადის ფონდისა და ჰოლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც განხორციელდა ევროპის ტრენერთა ქსელის POINT-ის ფარგლებში „ჩეხეთის
ფანდრაიზინგის ცენტრის“ მიერ.
POINT-ის ხედვა:
კარგი ცხოვრება სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობაა. ეს შესაძლებლობა გულისხმობს ამ ადამიანებთან საერთო ფასეულობების, ოცნებების და ინტერესების გაზიარებას. ეს ინტერესები კი ყალიბდება თემში, რომელსაც თანამდეროვე ცხოვრებაში სამოქალაქო სექტორს ვუწოდებთ. სწორედ ავთენტური, ჯანსაღი და ძლიერი სამოქალაქო სექტორის არსებობაა
„Point“ ხედვის არიალი და მოიცავს ჩეხეთს, ცენტრალურ და აღმოსავლურ ევროპის რეგიონს და ევროპის
აღმოსავლეთით ქვეყნებს.
POINT-ის მისიაა:
· სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმაღლესი ხარისხის ტრენინგებით უზრუნველყოფა და რესურსების მობილიზება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში.
· სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობისა და რესურსების მობილიზების ხელშეწყობა, როგორც განვითარების ერთ ერთი გზა.
· კვლევების წარმოება და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის რესურსების მობილიზებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდება.
POINT-ის ტრენინგის მეთოდოლოგია აწყობილია ზრდასრულთა განათლების პრინციპების
შესაბამისად. საქართველოს დელეგაციის 3 წევრს მარიამ თვალიაშვილს, მაგდა გურვენიძესა და
დემეტრე მარხვაიძეს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, დასწრებოდა POINT-ის ტრენერების მიერ ორგანიზებულ (TOT) ტრენინგს და ასევე, გამოცდილება გაეზიარებინა ტრენერების საერთაშორისო ჯგუფებთან, რომელსაც წარმოადგენდნენ შემდეგი დელეგაციები: საქართველო, უკრაინა, სასომხეთი, მოლდოვა, ბელარუსია, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი. გამოცდილი ტრენერების გუნდში იყო
CISV-საქართველოსა და EMT-ის დამფუძნებელი პავლე თვალიაშვილი.
ტრენინგი ჩატარდა სამხრეთ ბოჰემიაში
„Statek Výštice“-ში (http://www.statekvystice.cz/). პროგრამა უშუალოდ ფოკუსირებული იყო მაღალი დონის ტრენინგ-მეთოდების გამოყენებასა და ტექნიკების მიწოდებაზე, რომელიც მოიცავდა ფონდების მოძიებისთვის საჭირო სასწავლო პროცესს და მის მენეჯმენტს. პროგრამის განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა სამუშაო და კულტურული დატვირთვის მქონე აქტივობები, რომელიც ფარავდა წარმატებული ექსპერიმენტული სასწავლო პროცესის ყველა ასპექტს (სპეციალურად ზრდასრულთა განათლებისათვის). მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკითხები თავიანთი ქვეყნების სამოქალაქო სექტორის განვითარების შესახებ. ამ შეხვედრების განმავლობაში კრიტიკულ საკითხებად გამოიკვეთა სექტორის მდგრადობა და განათლება, როგორც განვითარებისთვის საჭირო ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
მონაწილე ქვეყნების ორგანიზაციები გეგმავენ ტრენინგების ჩატარებას და შესწავლილი ტექნიკების გამოყენებას თავიანთ ქვეყნებში სექტორის მხარდაჭერის მიზნით.
“Point”-ის აზრით მონაწილე ტრენერებს აქვთ ყველანაირი პირობა გახდნენ პროფესიონალი ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და დაიცვან საჯარო სექტორის მთავარი ფასეულობები და წვლილი შეიტანონ მათი მდგრადობის განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ტრენერების მიერ საქართველოში
საქართველოში ტრენინგის ჩატარება და გამოცდილების გაზიარება 2018 წლის მაისში
იგეგმება.