7 დღე ვარშავაში პავლე თვალიაშვილთან ერთად
არაფორმალური განათლების სპეციალური სერტიფიცირებული პროგრამა
12-15 წლის მოსწავლეებისთვის.
პირველი ნაკადი: 19-25 ივნისი 2015 წ.
****************
დეტალური ინფორმაცია:
განმახორციელებელი ორგანიზაცია EMT- განათლებისა და მართვის გუნდი
მასპინძელი ორგანიზაცია პოლონეთში - “ეკონომიკური განათლების ფონდი”
პროგრამაშია:
არაფორმალური და ინფორმალური განათლების მეშვეობით
- სემინარი: გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები - ვიტოლდ სარტორიუსი (ევროკავშირის ექსპერტი, პოლონეთის, გერმანიის და საქართველოს სამთავრობო მრჩეველი, “ეკონომიკური განათლების ფონდი”-ს ხელმძღვანელი)
- “ეკონომიკური განათლების ფონდი”-ს საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა
პავლე თვალიაშვილთან (EMT დამფუძნებელი დირექტორი) და მარიამ მერაბიშვილთან (“ეკონომიკური განათლების ფონდი”-ს პროექტების დირექტორი) ერთად:
- დროის მართვა
- ფინანსების მართვა: ფულის კონვერტაცია. ფასების შედარებითი ანალიზი; დღიური ბიუჯეტის განკარგვა.
- ქალაქის რუკის გამოყენება. მარშუტების დაგეგმვა და განხორციელება.
- სატრანსპორტო საშუალებების (თვითმფრინავი, ტაქსი, მიკროავტობუსი, მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) გამოყენებების თავისებურებები
- დღის რეჟიმის შესრულება
- საბაზო ფოტოგრაფიის სემინარი და ნასწავლის პრაქტიკული გამოყენება ვარშავაში
- ანგარიშგების მნიშვნელობა და ფორმები
- საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელება CISV საქართველოსა და CISV პოლონეთის გამოცდილების მაგალითზე
- EMT-ის და მისი საერთაშორისო პარტნიორების შემოთავაზებული პროგრამებისა და სერვისების მიმოხილვა
- ვიზუალური, შინაარსობრივი, საგანმანათლებლო თვითშეფასებისა და ფინანსური ანგარიშის მშობლებისთვის წარდგენა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
შემეცნებით-გასართობი პროგრამა:
- ტური ვარშავის ძველი ქალაქში (მეორე მსოფლიო ომის დრო მთლიანად დანგრეული და შემდეგ შემორჩენილი ნახატებისა და სურათების მიხედვით აღდგენილი უბნები)
- შოპენის მუზეუმი (შოპენი-გამოჩენილი პოლონელი მუსიკოსი, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიციის შემქმნელი, მუზეუმში წარმოდგენილია მოღვაწეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალა, შესაძლებელია მისი კომპოზიციების მოსმენა. მუზეუმში შერწყმულია თანამედროვე ტექნიკის მიღწევები და კლასიკური მუსიკა)
- კოპერნიკის სამეცნიერო მუზეუმი (ამ მუზეუმში იხილავთ ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიას, პლანეტარიუმს. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ თვითონვე მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო ექსპერიმენტებში)
- ეროვნული მუზეუმი (გამოფენიელია უძველესი ხელოვნების ნიმუშები (ეგვიპტური, პერძნული, რომაული) ასევე პოლონური, იტალიური, ფრანგული, გერმანული, რუსული მხატვრობის ნიმუშები).
- ზოოპარკი (500 სხვადასხვა სახეობის 5 000-ზე მეტი ცხოველი)
- კულტურისა და მეცნიერების სასახლე (სასახლე, რომელიც პოლონელებს სტალინმა უსახსოვრა. ვარშავის შესანიშნავი ხედი)
- ვილანოვის სასახლე (სამეფო საზაფხულო რეზიდენცია)
- პარკი ლაჟიენკი კრულევსკი (ვარშავის ყველაზე დიდი, სამეფო პარკი, რომელიც გადაჭიმულია 76 ჰექტარზე)
- სავაჭრო ცენტრი “ზვოტი ტარასი” (საყიდლების დრო)
- გუნდური დავალებების შესრულება ქალაქში სხვადასხვა პუნქტებზე :)
პოლონური და სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.
ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ 8 მონაწილე. პროგრამის საფასურია 490 ევროს ექვივალენტი ლარში (გადასახადში შედის: 3 ჯერადი კვება, ცხოვრება, ქვეყნის შიდა მგზავრობა, ტრენერების ჰონორარი, ექსპერტის მომსახურება, მუზეუმებისა და სანახაობების ხარჯები, ტრენინგის ხარჯები).
რასაც ემატება თვითმფრინავის ბილეთის თანხა.
საკონტაქტო ინფორმაცია 599556234 პავლე თვალიაშვილი
www.facebook.com/LTDEMT