ძვირფასო მონაწილეებო და ოჯახის წევრებო

ძვირფასო მონაწილეებო და ოჯახის წევრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CISV პროგრამებში მონაწილეობა ფასიანია.

მონაწილეების შერჩევაზე და შესაბამისი ადგილების მინიჭებაზე ადმინისტრაციას უწევს საკმაოდ დიდი სამუშაოების ჩატარება. ამიტომ სანამ დაადასტურებთ მონაწილეობას გთხოვთ გაეცნოთ პირობებისა და ფასების გვერდს CISV-საქართველოს ბლოგზე.

სამწუხაროდ ამ ეტაპზე CISV-საქართველოს სპონსორი არ ჰყავს და შესაბამისად მონაწილეებს უწევთ თანხის გადახდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციულ პროგრამებთან შედარებით თანხა დაბალია, მაინც გთხოვთ მომავალმა მონაწილეებმა რეალურად შეაფასოთ ოჯახის შესაძლებლობა, სანამ ბავშვთან პროგრამის შესახებ იტყვით, რათა მათ გული არ ეტკინოთ.

პატივისცემით,
CISV-საქართველოს ადმინისტრაციის სახელით,
პავლე თვალიაშვილი

http://www.cisvgeorgia.org/p/blog-page_1594.html