CISV მოზაიკის საერთაშორისო ტრენინგი ახალგაზრდული სათემო ღონისძიებების დაგეგმვასა და მართვაში

CISV საქართველო CISV International Mosaic Committee -სთან ერთად გიწვევთ ორდღიან ტრენინგზე, მოზაიკის პროგრამის ახალგაზრდული სათემო ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე.
ტრენინგი ჩატარდება 9-10 თებერვალს და მას წარუძღვებიან მოწვეული უცხოელი ტრენერები. სამუშაო ენა ინგლისური. http://mosaic.cisv.org/ გაიცემა სერტიფიკატი.
დასაწყისი რუსთავში გაგრძელება თბილისში.
პირველი დღე: 9 თებერვალი, შაბათი, 10:00-18:00 სთ . რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი: კოსტავას ქ. 22;
მეორე დღე: 10 თებერვალი, კვირა 10:00-15:00 სთ. CISV-საქართველო, თბილისი საბურთალო, ოთარ ჩხეიძის ქ.5, CISV საქართველოს ოფისი, CTC მე-3 სართული.

შეირჩევა დაახლოებით 15 მონაწილე. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.
შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება CISV-ის და მომავალი ლიდერების ცენტრის პროგრამების მონაწილეებს.

მონაწილეობის თანხა 15 ლარი (კვებისთვის და საკანცელარიო მასალებისთვის).

შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან ჩვენი წარმომადგენლები.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა ხუთშაბათი, 7 თებერვალი, 17:00 სთ

მოზაიკის ტრენინგში მონაწილეობის განაცხადის ფორმა:
http://webanketa.com/forms/6gr3cd1r5wt6crhn68v62e0/