შოტლანდიის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი

მომავალი ლიდერების ცენტრის ახალგაზრდების საყურადღებოდ.

შესაძლებელია რამდენიმე ახალგაზრდის გაშვება შოტლანდიის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც შეკრებილები იქნებიან ახალგაზრდები და ახალგაზრდებთან მომუშავე ლიდერები 4 ქვეყნიდან 2013 წლის 9-დან 18 მაისამდე.

გადახდილია ცხოვრება, კვება, ტრენინგების ხარჯები 100%,

გადასახდელი იქნება გზის ხარჯის 30% და საორგანიზაციო ხარჯი 50 ფუნტის ექვივალენტი ლარში.

ასაკი 15-30 წწ.

შერჩევა იწარმოებს რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე georgia@cisv.org


subject-ში მიუთითეთ შოტლანდიის ბანაკი.

სახელი, გვარი,
დაბადების თარიღი
სად სწავლობთ ან მუშაობთ
რატომ გინდათ მონაწილეობის მიღება (ქართულად)
რა სახის მოხალისეობრივი საქმიანობა გაგიხორციელებიათ (ინგლისურად)
საკონტაქტო ტელეფონი
ელ.ფოსტა
მომავალი ლიდერების პროგრამაში როდიდან ხართ ჩართული (უპირატესობა მიენიჭება გრძელვადიან თანამშრომლობას)
როგორ შეაფასებთ თქვენი სასაუბრო ინგლისურის დონეს (მაღალი, კარგი, საშუალო, დაბალი, ცუდი, არ ვიცი)
როგორ შეაფასებთ თქვენი სასაუბრო რუსულის დონეს (მაღალი, კარგი, საშუალო, დაბალი, ცუდი, არ ვიცი)
პასპორტის ნომერი
პასპორტის მოქმედების ვადა

არასრული ფორმა შეიძლება გახდეს გამოთიშვის მიზეზი.

გამოგზავნეთ ინფორმაცია არა უგვიანეს პარასკევს 22 თებერვლის 17.00 სთ. ელ.ფოსტაზე georgia@cisv.org