CISV საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრის მონაწილეთა შერჩევა

CISV საქართველო და სიქა გიწვევთ კონკურსში, კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაში, რომელშიც 5 ქვეყნის 12-13 წლის ბავშვები და მათი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას 1-8 ივლისს რუსთავში.

პროექტი "მეგობრული ქალაქი" თანადაფინანსებულია რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ.

გაიმარჯვეთ კონკურსში და 4 ქვეყნის თანატოლებთან ერთად:
• შეათავსეთ სწავლა კეთებით და დასვენება;
• ისაუბრეთ ინგლისურად თამამად და იმხიარულეთ;
• შეისწავლეთ ბევრი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებთ თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
• თავად დაგეგმეთ და განახორციელეთ საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ;
• გააცანით ქვეყანა და ქალაქი რუსთავი უცხოელებს

მონაწილეების ასაკი: 12-13 წწ.
თარიღი: 1-8 ივლისი
მონაწილეობის ღირებულება (განთავსება, კვება, პროგრამა): დაფინანსებულია.

ჩატარების ადგილი რუსთავი სკაუტების საერთაშორისო ცენტრი
საკონტაქტო ვაიბერი/ვოთსაპი: +995-599-556-234

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა 2019 წლის 28 ივნისის 19:00 სთ-მდე.
http://webanketa.com/forms/68vk0csr6rqkad326sjpcs9g/

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 29 ივნისს რუსთავში სიქას ოფისში.