CISV საქართველოს 2018 წლის მინი ბანაკი


2018 წლის 23-25 ნოემბერს, CISV-ის ეგიდით რუსთავში ჩატარდება მინი-ბანაკი.

ბანაკი მათთვისაა, ვისაც სურს ახალ და ძალიან საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

მონაწილეობა შეუძლია ყველას:

ვინც არის 10-16 წლის ასაკის, ყოფილა ან არ ყოფილა CISV-ს ბანაკებში.

17-წლის ზევით მონაწილეები ჩაერთვებიან staff-ის მუშაობაში და ბანაკის დაგეგმვასაც ისწავლიან.
ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების და ლიდერული უნარები;
ვისაც სურს შეისწავლოს ბევრი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;

ვისაც სურს თავად დაგეგმოს და განახორციელოს საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს;

ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტულ ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის პერიოდშიც თითოეულ დღეს თავისი სპეციფიური მიმართულება ექნება!

სამი დღით მონაწილეობის ფასია 169 ლარი. ორი დღით 110 ლარი.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა http://webanketa.com/forms/68tk8e9j74qpcs33c4t34e1p/