კონკურსი რუსთაველი 12-13 წლის ბავშვებისთვის

1. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მიღწევა რომელიმე მიმართულებით:
· სწავლა და მისი შედეგები (კონფერენციები, ტურები, კონკურსები)
· ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა (2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე)
· სპორტში
· ხელოვნება/კულტურაში
· მოხალისეობა
2.      იცოდეს საკომუნიკაციო ინგლისური
3.      წარმოადგინოს მცირე კვლევა „რუსთავი - მრავალფეროვანი ქალაქი“ (ფორმატი თავისუფალია: ნაწერი, ვიდეო, ფოტოები, პრეზენტაცია, ნახატები ან მოხსენება... მიმართულება მრავალფეროვნების მხრივ - ნებისმიერი) 

ბავშვს უნდა შეეძლოს 3-10 ივლისი გაატაროს ოჯახისგან დამოუკიდებლად ბანაკის ტერიტორიაზე 5 ქვეყნის ბავშვებთან და უფროსებთან ერთად - უნდა წარმოადგინოს ან ადგილზე დაწერონ მშობლების თანხმობის წერილი .

CISV-საქართველო, ორგანიზაცია სიქა-სთან თანამშრომლობით, 2018 წლის  3-10 ივლისს 5 ქვეყნის ბავშვებისთვის რუსთავში  ჩაატარებს საერთაშორისო შეხვედრას  “International Youth Meeting” (YM) თემით „მრავალფეროვნება ჩემს ქალაქში“ („DIVERSITY in our CITY). მასში მონაწილეობას მიიღებს დელეგაციები ქვეყნებიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, დანია. ქვეყნებს ეყოლებათ 1 სრულწლოვანი ლიდერი. 6 მონაწილე თითოეული ქვეყნის დელეგაციაში იქნება 12-13 წლის.

გამარჯვებულ 3 მოსწავლეს საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა სრულად დაუფინანსდება. ფინანსური მხარდამჭერი რუსთავის მუნიციპალიტეტი. პროექტს ფინანსურად და რესურსებით მხარს უჭერენ "ბაკურიანის წყალი”, "გურმე", CISV International, CISV-იტალია, CISV-შვეიცარია, CISV-დანია და CISV-ესპანეთი

კონკურსანტმა მოსწავლემ საბუთები უნდა მიიტანოს 2018 წლის 29 ივნისის 10:00-დან 12:00 სთ-მდე სიქა- ოფისში
მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის 12, ოთახი 56, შემოსასვლელი „ჯეობიტის“ მხრიდან მე-7 სკოლის გზაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599556234
შესაძლებელია დოკუმენტების გამოგზავნა ელ ფოსტაზე: CISV.georgia@gmail.com

CISV საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც მშვიდობის მშენებლობას ემსახურება, საერთაშორისო მეგობრული კავშირების დამყარებით ბავშვობიდან. CISV, როგორც ორგანიზაცია, ატარებს საერთაშორისო ბანაკებს, გაცვლებს, ტრენინგებს, მოხალისეობრივ ლოკალურ და გლობალურ ღონისძიებებს 11 წლის ასაკის ბავშვებიდან დაწყებული მთელი სიცოცხლის მანძილზე.

საერთაშორისო პროექტებს CISV-ის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანა 1951 წლიდან მასპინძლობს და მასში საქართველო 2006 წლიდან მონაწილეობს.
www.cisv.org.ge