11 წლისების ბანაკი 28 დღე

CISV საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა 60 ქვეყანაში 200 ფილიალის მეშვეობით ხორციელდება. ბანაკებს რომლებიც CISV-ის ეგიდით ხორციელდება სპონსორები ჰყავს. სწორედ ამიტომ, თუ შევადარებთ სხვა მსგავსი პროგრამების მქონე კომერციული ტიპის ბანაკებს სადაც 4 კვირა 5200 € ღირს (და ლიდერი არ მიჰყვება) , ვნახავთ რომ CISV village 4 კვირიანი პროგრამის ფასი 1120 ევროს ექვივალენტი ლარში არ არის დიდი თანხა.
Village პროგრამა 11 წლის ბავშვებისთვისაა 12 ქვეყნიდან 4-4 ბავშვი და 1 ლიდერი მონაწილეობს. 2017 წლის ზაფხულში საქართველოს აქვს 3 ადგილი პორტუგალიაში.