11-14 მარტს მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართა ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სლოვაკეთის, პორტუგალიის, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვის, ბელგიისა და საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის პროგრამის ერასმუს+ ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდული გაცვლის (youth exchange) დაგეგმვა.
ახალგაზრდული შეხვედრა თემაზე "ახალგაზრდობა მემკვიდრეობისთვის" 15-22 მაისს გაიმართება და მასში CISV-საქართველოდან 1 ლიდერი და 4 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
5-5 მონაწილე იქნება სხვა ქვეყნებიდანაც. ახალგაზრდები საკუთარი ქალაქების წინასწარ მომზადებულ ინფორმაციას წარადგენენ კულტურულ მემკვიდრეობის შესახებ და კიშინიოვის კულტურულ მემკვიდრეობას ადგილზე გაეცნობიან ინტერაქტიული აქტივობების მეშევეობით.