CISV 2014 მოსამზადებელი ბანაკი საქართველოში - განაცხადი



ბანაკი ჩატარდება 28 თებერვლიდან -3 მარტის ჩათვლით.

მონაწილის განაცხადი
https://docs.google.com/forms/d/1MkGeObbDZJ3R30yTbOEjztommn1ygoRxLY2yih5PNk4/viewform

CISV საქართველო გიწვევთ საგაზაფხულო ბანაკში, რომელიც გაიმართება ბეთანიასთან, პანტიანის კომპლექს „ტენის-ში“.


ბანაკი CISV-ის პროგრამების შესაბამისად გაიმართება და მასში მონაწილეობა შეუძლიათ CISV-ის პროგრამებით დაინტერესებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ასაკი 10-დან 18 წლამდე.


ბანაკის თანხის გადახდა და რეგისტრაცია არ სჭირდებათ 2014 წლის პროგრამების მონაწილეებს. ისინი ავტომატურად არიან მოწვეული ბანაკში.

ბანაკში მონაწილეობის საფასურია 245 ლარი. თანხაში შედის მგზავრობა, კვება, აქტ
ივობებში მონაწილეობა და მაისური.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 თებერვლის 20:00 სთ.