ვაკანსია!!!!!!


ცხადდება ვაკანსია 3 ლიდერისა (ასაკი 20+) და 2 შტატის (სტაფის, ასაკი 24+) ადგილისათვის.  
 

საქართველო ატარებს საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრას ბაკურიანში, 2013 წლის 9-იდან 15 ივლისამდე (CISV YOUTH Meeting-ის ფორმატში).
ბანაკი დაფინანსებულია CISV გერმანიისა და CISV ნორვეგიის მიერ. პროექტის განხორცილებაში ჩართულია 4 საერთაშორისო ტრენერი გერმანიიდან და ნორვეგიიდან, ასევე CISV საქართველოს ადმინისტრაცია.


ბანაკის განხორციელებისათვის საჭიროა ქართველი შტატი (სტაფი) და ლიდერები, რომლებიც დაესწრებიან საერთაშორისო ტრენერების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, ბანაკის დაწყებამდე ორი დღით ადრე (7-8 ივლისი) , ხოლო ორი დღე ბანაკის დასრულების შემდეგ (16-17 ივლისი). 


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე) და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 10 ივნისის 22:00–მდე: cisv.ym.ge@gmail.com


სამუშაო მოხალისეობრივია (მათ დაუფინასდებათ კვება, ცხოვრება, მგზავრობა, მიეცემათ სპეციალური სერტიფიკატი).
 
გისურვებთ წარმატებებს