ბანაკი ბაკურიანში. კონკურსის მე-2 რაუნდი

განაცხადის შევსების ვადა 10 ივნისამდეა!

http://webanketa.com/forms/6gwkcc1m5wrk2e9g74t3jdr/

CISV-საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრას (ბანაკს) ბაკურიანში, 2013 წლის 9-იდან 15 ივლისამდე (CISV YOUTH Meeting-ის ფორმატში).

ბანაკი დაფინანსებულია CISV გერმანიისა და CISV ნორვეგიის მიერ. პროექტის განხორცილებაში ჩართულია 4 საერთაშორისო ტრენერი გერმანიიდან და ნორვეგიიდან ასევე CISV საქართველოს ადმინისტრაცია.

მონაწილეები გადაიხდიან მხოლოდ სარეგისტრაციო და ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხას - 70 ლარს.

მონაწილეთა ასაკი 12-18 წწ.

ახალგაზრდულ შეხვედრას დაესწრება 30-მდე მონაწილე (12-18 წწ), როგორც აქტიური CISV-ელები, ასევე გამოცდილების არ მქონე ახალგაზრდები.