მოსამზადებელი ბანაკი ზამთარში



CISV საქართველო გეგმავს ზამთრის ბანაკის გამართვას მათთვის ვინც 2013 წელს მიდის (თანხა გამოაკლდება საერთო გადასახადს) CISV ბანაკებში და მათთვის ვინც უკვე იყო რომელიმე პროგრამაში ჩართული.

ტრადიციულად ამ ბანაკის გავლა დაეხმარება ახალ მონაწილეებს გაეცნონ CISV-ის ბანაკების ცხოვრების წესსა და პირობებს, შეეგუონ აქტივობებს და ლიდერებს

გამოცდილი მონაწილეებისთვის ბანაკი კარგი საშუალებაა შეინარჩუნონ კავშირი CISV-ის დიდ ოჯახთან.

ზამთრის ბანაკის გამართვის ადგილზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები (ქვეშეთი, ცემი, ბორჯომი...)

ამის მიხედვით დაზუსტდება ფასიც (სავარაუდოდ 215 ლარი). ბანაკი იქნება 4 დღე.

გთხოვთ ანკეტა შეავსოთ არა უგვიანეს 18 დეკემბრისა. http://webanketa.com/forms/6cv3gcsk5wrp8c34cshk0rg/